0 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

უპრეცედენტო საგარანტიო შემოთავაზება HUAWEI-სგან

კომპანია HUAWEI  თავის მომხმარებლებს, უპრეცედენტო საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს, რითაც კიდევ ამტკიცებს, რომ მომხმარებლის ინტერესებზე ზრუნვა კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.  

შეთავაზების პირობები შემდეგია - იმ შემთხვევაში თუ კამპანიის პერიოდში შეძენილ სმარტფონში, აღარ იმუშავებს Google-ის და Facebook-ის აპლიკაციები, კომპანია სმარტფონში გადახდილ თანხას 100%-ით აგინაზღაურებთ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კამპანია 5 ივლისიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აქვე უნდა ითქვას რომ ახალშეძენილ სმარტფონებზე მიმდინარე საგარნატიო მომსახურების გაწევა  ორი წლის ვადით იქნება შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ საგარანტიო პირობები ვრცელდება მხოლოდ HUAWEI-ს ოფიციალურ სმარტფონებზე.

„ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ თითქოს და HUAWEI-ს სმარტფონებში (საუბარია უკვე გამოსულ და გასაყიდ მოდელებზე) აღარ იმუშავებდა Facebook-ის და Google-ის პალიკაციები. ეს რეალურდ გამოწვეული იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც 19 აგვისტოდან ამერიკული კომპანიები ვეღარ შეძლებდნენ HUAWEI-სთვის პროდუქტების მიწოდებას, თუმცა ამ განცხადებაში საუბარი იყო იმ მოდელებზე რომელთა გამოშვებასაც კომპანია 19 აგვისტოს შემდეგ გეგმავდა.

დღეის მდგომარეობით ტრამპა ეს გადაწყვეტილება შეცვალა და ამერიკულ კომპანიებს HUAWEI-სთან სავაჭრო ურთიერთობების და პარტნიორობის ნება დართო. აღნიშნული კამპანიით ჩვენ გვინდა უფრო მეტად დავარწმუნოთ მომხმარებელი ბრენდის სანდოობაში და გავუქარწყლოთ ის მცირეოდენი რისკის განცდაც კი, რომელიც მათ ჩვენი პროდუტების შეძენისას შეიძლება ჰქონდეთ. ეს კამპანია არის კიდევ ერთი დასტური და განარტია იმის, რომ არანაირი შეზღუდვები არ არსებობს“ - განმარტავს კომპანია HUAWEI-ს საგარანტიო მოსმახურების მენეჯერი სალომე მელითაური.

 ბოლო დროს, კომპანია HUAWEI-ს ირგვლივ  უამრავი  სიახლე და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაჩნდა, რასაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. თუმცა, უამრავი ვერსიისა თუ პროგნოზის ფონზე, ერთი რამ ნამდვილად ცხადია -  HUAWEI  განაგრძნობს ტექნოლოგიურ განვითარებას და მომხმარებელს სამომავლოდ, უმრავ სასიამოვნო სიურპირზსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებას ჰპირდება. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები