1 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 30 წელია მზუნველობამოკლებული ბავშვების უფლებებს იცავს

30 მაისს, 15:00 საათზე ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“  30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღია ცის ქვეშ საზეიმო მიღებას გამართავს. ღონისძიება იუბილესთან ერთად   ბავშთა დაცვის დღეს ეძღვნება, რომლის მიზანს მშობელთა მზუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვების საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს. ამასთან, ასოციაციის წარმომადგენლები ბიზნეს სექტორსა და სამთავრობო უწყებებს  კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ  არსებული პრობლემების დარეგულირების საკითხში.

ღონისძიებას დაესწრებიან ძირითადად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და მედია. მის ფარგლებში გაიმართება ტური, მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ გარემოს და გაეცნობიან იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის“   ეგიდით ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ალტერნატიული ზრუნვისა და ოჯახის გაძლიერების პროგრამები უკვე რამდენიმე წელია რაც წარმატებით ხორციელდება. ალტერნატიული ზრუნვის პროგრამის მიზანია, მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს დაეხმაროს საკუთარი მომავლის შექმნა-ჩამოყალიბებაში.  ორგანიზაცია საშუალებას აძლევს მათ ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ჩამოაყალიბონ მყარი ურთიერთობები და ინტერესისა და ნიჭის შესაბამისად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობა. გარდა ამისა, ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ეხმარება ბავშვებს მიიღონ განათლება, გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებით სარგებლობს 238 ბავშვი და ახალგაზრდა.

„ყველა ბავშვის უფლებაა, იზრდებოდეს მზრუნველ ოჯახურ გარემოში. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის აღზრდა შეუძლებელია, საჭირო ხდება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული მომსახურების მიწოდება. სწორედ, ამ მიზნით, ჩვენ მათ ვთავაზობთ ოჯახურთან მიახლოებულ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოს“ - აღნიშნავს პროგრამის კოორდინატორი.

ოჯახის გაძლიერების პროგრამის მთავარი მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარება, რათა ბავშვები აღიზარდონ  უსაფრთხო და მზრუნველ ოჯახურ გარემოში. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახების თანადგომის ქსელის გაძლიერებას. აღნიშნული პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ 18 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ფაქტორების გამო საჭიროებენ მხარდაჭერასა და დახმარებას. დღესდღეობით,  ქვეყნის მასშტაბით ოჯახის გაძლიერების პროგრამის მომსახურებით სარგებლობს 1024 ბავშვი. 

SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 133 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია საკუთარი წესდება და ჰყავს გამგეობა.  ასოციაცია მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად.

ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების საშუალებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, E...

    ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ავტომობილი სრულად გამართული იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვა...

  • 10:42

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში სა...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურ...

  • 19:53

    30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებ...

    ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა&...

  • 19:46

    „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღ...

      „თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. „დედამიწის დღ...

  • 14:29

    #1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - თიბისი დაზღვევა...

    თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა. მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანი...

  • 16:05

    მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტ...

    მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის...

  • 16:00

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპია...

    საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მო...