0 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ავტო ლომბარდი

ავტო ლომბარდი საუკეთესო გამოსავალია იმ შემთხვევაში, როდესაც გესაჭიროებათ თანხა, მაგრამ საკმარისი დრო არ გაქვთ დოკუმენტაციების შესაგროვებლად და სხვა ტიპის კრედიტის ასაღებად. როგორც წესი, საფინანსო ორგანიზაციები მომხმარებლებს სთავაზობენ ავტო ლომბარდით სარგებლობას როგორც ფილიალში მისვლით და განაცხადის შევსებით, ისე ონლაინ რეჟიმში. ეს უკანასკნელი საშუალებას გაძლევთ სულ რაღაც ერთ საათში მიიღოთ საჭირო თანხა.

სასურველი თანხის აღებას, როგორც წესი, გთავაზობენ ავტომობილის უზრუნველყოფით, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიები სესხს გაძლევენ მაშინაც კი, თუ ავტომობილს თქვენ მართავთ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი მეტ პროცენტს იხდის, ხოლო მაშინ თუ მანქანას სადგომზე დააყენებთ, ნაკლების გადახდა მოგიწევთ. უზრუნველყოფა კი გირავნობით ხდება, რაც თანხის დაუფარავობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ლომბარდის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს.

რა არის ავტო ლომბარდი?

წინა პარაგრაფში უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ კერძო ავტო ლომბარდი თანხის აღების გავრცელებული ფორმაა, რომელიც თავის თავში გულისხმობს თანხის უზრუნველსაყოფად მანქანის გირაოთი დატვირთვას. გასათვალისწინებელია, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან ჩამოგართვან სატრანსპორტო საშუალება.

თბილისში ბევრი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ავტო ლომბარდის მომსახურებას; უკეთ რომ გავერკვეთ, ვნახოთ თუ რა ასპექტებზეა საჭირო ყურადღების გამახვილება, როდესაც საქმე ეხება მსგავს ფინანსურ ოპერაციას:


- პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ საპროცენტო განაკვეთს; ბუნებრივია, ლომბარდის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ მათ, რომელიც შედარებით ნაკლებ პროცენტს გთავაზობთ.
- გადახდის გრაფიკის სწორად შერჩევა, ასევე მნიშვენლოვანია, რადგან არჩეული თარიღის გადაცილების შემთხვევაში, დაგეკისრებათ ჯარიმები. აქვე დავამატებთ, რომ ჯობია აირჩიოთ 24 საათიანი ლომბარდი, რათა ანგარიშწორება შესაძლებელი იყოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ბანკის ავტო ლომბარდები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რაც გადახდის აპარატებით სარგებობითაა განპირობებული.
- გაითვალისწინეთ ჯარიმის ოდენობა, რათა არ დაგეკისროთ მეტი ფინანსური პასუხისმგებლობა, ვიდრე გათვლილი გქონდათ.
- მნიშვნელოვანია სესხის გაცემის საკომისიო და მისი რაოდენობა, რადგან ავტო ლომბარდებს გაცილებით მაღალი გაცემის საკომისიო და საპროცენტო განაკვეთი აქვთ.
- აუცილებლად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს, რადგან იქ შეიძლება იყოს გაწერილი ისეთი პუნქტები, რომელზეც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა. მაგალითად, თქვენ შეიძლება სესხი აიღოთ ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ ხელშეკრულებაში მითითებული იყოს დოლარიც, რისმა მომატებამაც შესაძლოა გაიძულოთ მეტის გადახდა
- ავტომობილის გირავნობით დატვირთვის შემთხვევაში, აუცილებლად დაარეგისტრირეთ აქტი შსს-ს მომსახურების სააგენტოში.

·          

რა საბუთები და პროცედურების გავლაა საჭირო ავტო ლომბარდით სარგებლობისათვის?

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ავტო ლომბარდი მომხმარებელს სთავაზობს სწრაფად და ბევრი პროცედურის გავლის გარეშე მიიღოს სასურველი თანხა. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, მომხმარებელს არ ესაჭიროება სახელფასო ან სხვა ნებისმიერი მსგავსი ფინანსური ცნობის წარსდგენა იმისათვის, რომ სესხი აიღოს. საჭიროა მხოლოდ ორი დოკუმენტი: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მანქანის ტექნიკური პასპორტი.

რაც შეეხება პროცედურებს, რომელთა გავლაც საჭიროა აღნიშნული სესხის ასაღებად, რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

- ონლაინ რეჟიმში მოიძიეთ განაცხადი
- შეავსეთ განაცხადი პირადი ინფორმაციით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი)
- შეავსეთ იფნორმაცია კუთვნილ მანქანაზე ( მწარმოებელი, მოდელი, გამოშვების წელი)
- მიუთითეთ საჭის მდებარეობა
- აღნიშნეთ საწვავის ტიპი
- შეავსეთ ბლანკი, სადაც სესხის ვადასა და მოცულობას მიუთითებთ

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სესხი დაგიმტკიცდებათ, წარადგენთ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ავტომობილის ტექნიკურ პასპორტს და სულ ეს არის, თანხა თქვენია! 

განაცხადის შევსებიდან პასუხის მიღებამდე, დაახლოებით ერთი საათია საჭირო, ხოლო უშუალოდ თანხის აღება დამოკიდებულია კომპანიის პოლიტიკაზე და იმაზე, თუ როდის იღებთ სესხს, რადგან ზოგიერთი ორგანიზაცია არ მუშაობს შაბათ-კვირას და თუ თქვენ განაცხადს შეავსებთ პარასევ საღამოს, ორშაბათამდე მოგიწევთ ლოდინი.

მიუხედავად ავტო ლომბარდის აშკარა უპირატესობებისა, არ დაგავიწყდეთ ის რისკები, რომლებიც არსებობს გადაუხდელობის შემთხვევაში. ამის გათვალისწინებით, კარგად დაფიქრდით და განსაზღვრეთ თქვენი გადახდისუნარიანობა, გადახედეთ ინფორმაციას ფინპანდას ვებ-გვერდზე, სწორად შეარჩიეთ ვადები, სანამ მსგავს ნაბიჯს გადადგამთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები