0 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია

თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვისსასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.
საწყის ეტაპზე ვენდუზე 3 კატეგორიის, ჯამში 5000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული, რომელთაც ყოველდღიურად 200 - ზე მეტიდასახელების ახალი ნივთი ემატება. უახლოეს მომავალში ვებგვერდს ახალი კატეგორიის პროდუქცია დაემატება, მათ შორის - ეზოს დასახლის ინვენტარის მიმართულებით. Vendoo გამოირჩევა კომფორტული და მარტივი ვებგვერდით, სწრაფი მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ნივთისდაბრუნების განსაკუთრებული პირობებით. სასურველი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა შესაძლებელი, კვალიფიციურიკონსულტანტები კი მომხმარებელს სრულფასოვან სატელეფონო და ონლაინ მომსახურებას გაუწევენ. Vendoo.ge გაყიდვების გამარტივებული პლატფორმაა ბიზნესების წარმომადგენლებისთვისაც. პლატფორმა მათ გამართული სასაწყობესისტემით, ონლაინ მარკეტინგული მომსახურებითა და სწრაფი მიწოდების სერვისით უზრუნველყოფს. აღნიშნული მომსახურებაპარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდონ და გააფართოვონბიზნესი. ვენდუ მუდმივი გაუმჯობესებისა და დახვეწის პროცესშია. შესაბამისად, ვებგვერდს ყოველდღიურად ემატება ახალი პროდუქტები,სერვისები და ფუნქციები. მომხმარებლებს, რომლებიც ვენდუზე 1 ივნისამდე დარეგისტრირდებიან, მთელი ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებულისიურპრიზები ელით. ვენდუს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - Vendoo.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები