1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო.

თიბისიმ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. ეჯაილი მუშაობის ახლებური მეთოდია, რომელიც გულისხმობს პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას.

ეჯაილი მსოფლიოს  წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს ერთი პროექტის ირგვლივ სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლების გაერთიანებას, ამოცანაზე ფოკუსირებას და მეტ დამოუკიდებლობას.

თიბისის გენერელური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი საკმაოდ სწრაფად იზრდება, უკვე შევედით უზბეკეთის ბაზარზე და ამ გაფართოების ფონზე უფრო ეფექტური და მოქნილი მუშაობის სისტემა გვჭირდებოდა. ამიტომ დავნერგეთ ეჯაილი.  თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა, ვფიქრობ ამ ახალ სტრუქტურაზე გადასვლა მეტ თავისუფლებას მისცემს ჩვენს თანამშრომლებს და მათთვის სამუშაო პროცესი ბევრად საინტერესო გახდება.“

ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა განსხვავდება სტანდარტული იერარქიული სისტემისგან.  დირექტორების, განყოფილებებისა და დეპარტამენტების ნაცვლად, შეიქმნა ლიგები, გუნდები, ლეგიონები და ცოდნის ცენტრები.

ლიგები განსაზღვრავენ ბიზნეს მიმართულებას და ისინი ეჯაილ ორგანიზაციის ყველაზე დიდი სტრუქტურული ერთეულები არიან. როგორც წესი, ლიგა შედგება 50-150 ადამიანისგან. ლიგები იყოფიან გუნდებად.

გუნდი დამოუკიდებელი, თვითორგანიზებული ერთეულია, რომელიც იქმნება ერთი მიზნის მისაღწევად. ის შედგება მაქსიმუმ 9 წევრისგან. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გაერთიანებული იყოს მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო კომპეტენციის მქონე პირი. სწორედ გუნდები ერთიანი ძალისხმევით ქმნიან იმ ბიზნეს ღირებულებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

ლეგიონი წარმოადგენს ერთი კომპეტენციის სპეციალისტების ჯგუფს, რომელიც შედგება 5-10 წევრისგან. ლეგიონი პასუხისმგებელია კონკრეტული კომპეტენციის შექმნასა და სტანდარტიზაციაზე. ლეგიონის წევრობა იმავდროულად გულისხმობს რომელიმე გუნდის წევრობას.

ლიგებისგან დამოუკიდებლად არსებობენ ცოდნის ცენტრები. მათი მთავარი ამოცანაა ეჯაილ ორგანიზაციის მხარდაჭერა კონკრეტული ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით, რომელიც არ ნაწილდება კონკრეტულ ლიგებსა და გუნდებში.

ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა თიბისის 500-მდე თანამშრომელმა უკვე დაიწყო. ეტაპობრივად ტრანსფორმაცია მთელს კომპანიაში განხორციელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:11

    თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პრ...

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურვ...

  • 13:26

    Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წა...

    თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომ...

  • 12:26

    თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია...

    თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრე...

  • 09:07

    სილამაზის დღეები „ავერსში“...

    „ავერსის“ აფთიაქებში სასიამოვნო სიახლეა - ყოველ შაბათ-კვირას 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ სხვადასხვა ექსკლუზიური კოსმეტიკური ბრენდის პროდუქციას.  6 და 7 ივნისს 30%-იანი ფასდაკლება გა...

  • 16:30

    თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისი...

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ი...

  • 16:17

    „ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დ...

    „ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პი...

  • 11:38

    სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნე...

    სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. მისი მოწყობა ჯამში 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღ...