0 8 : 2 3
 | 

ბიზნესი

,,როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს’’

"როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს’’

რებრენდინგის შემდეგ ლუდი „ზედაზენი“ ახალ კამპანიას იწყებს

სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ მის პორტფელიოში არსებული ფლაგმანი ბრენდის - ლუდი „ზედაზენის“ რებრენდინგი განახორციელა.

2019 წლის აპრილში  7 წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც "ზედაზენი’’ პირველად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ბრენდის  წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს,  მომხმარებლისთვის წარედგინათ განახლებული „ზედაზენი“ – ახალი შეფუთვითა და კამპანიით: - „როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს“.

ბრენდის განახლებულ დიზაინზე იმუშავა იანა პოლევანსკაიამ, ხოლო კამპანიაზე იზრუნა  „ფორმულა კრეატივმა.“ მნიშვნელოვანია ის, რომ იანა პოლევანსკაია და „ფორმულა კრეატივის“ გუნდის წევრები არიან ის ადამიანები,  რომლებმაც „ზედაზენის“ პირველი დიზაინი და სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნეს. ამის გათვალისწინებით, 7 წლის შემდეგ, ამავე ბრენდის შეფუთვაზე მუშაობა მათთვის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა იყო.

"გახსნის დღიდან ჩვენი მოწოდება არის, ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომლითაც საქართველო იმაყებს. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები, ქართული უნიკალური წყალი და მთელი კომპანიის ერთიანი სულისკვეთება ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენს პორტფელში 15 ზე მეტი ბრენდია, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო დონის - ბავარია, ჰოლსტენი, რაგნარი. ჩვენი კომპანიის მთავარი ბრენდი ზედაზენია. ის არის პირველი ბრენდი, რომლითაც შევედით ბაზარზე და დავიმსახურეთ მომხმარებლების ნდობა. - მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი  - შალვა ჩოჩელი.

ლუდის რებრენდინგთან ერთად, "ქართული ლუდის კომპანიამ’’ განსხვავებული მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის წარმოება გადაწყვიტა

"ზედაზენი’’ საქართველოს გულშემატკივარია. ამ კამპანიით ჩვენ ვამბობთ: იმისათვის, რომ ერთმანეთს ვუგულშემატკივროთ, ერთმანეთი გავახაროთ და გავაბედნიეროთ, აუცილებელია რწმენა, რწმენა იმისა, რომ ქართული ნიშნავს საუკეთესოს! ჩვენ გვჯერა, რომ ქართული ნიშნავს საუკეთესოს.’’ - მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი  - შალვა ჩოჩელი.

"ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა ზედაზენის, არამედ მთლიანი ინდუსტრიის სახელით და პოპულარიზაციას ვუწევთ არა მარტო ქართული ლუდის სექტორს, არამედ მთლიანად ქართულ ნაწარმს.

არსებობს მოსაზრება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რომ ქართული პროდუქციის ხარისხი არ შეესაბამება ანალოგიური პროდუქტების ხარისხს ევროპული ქვეყნებიდან, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ჩვენ ვზრუნავთ ლუდის ბაზრის იმიჯზე და ვცდილობთ რომ ქართველ მომხამრებელს, რომელსაც მაღალი მოლოდინები აქვს ადგილობრივი ლუდსახარშებისგან, გავუმართლოთ ეს იმედები.’’

შალვა ჩოჩელი - "ქართული ლუდის კომპანიის’’ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:57

    საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შეს...

    საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს.„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც ფინანსური ზარალი მიაყენა მომხმარებელს. აღნიშნულიდა...

  • 12:58

    ბზა - ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სას...

    ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული   დღესასწაულია. აღინიშნება  აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. მის...

  • 18:07

    საქართველოს ბანკის ორგანიზებით კონფერენცია- რეფორმ...

    17 აპრილი, 2019 -  საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერ...

  • 14:13

    „ფორბს საქართველოს“ მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“...

    Forbes Georgia-მ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით გამოაქვეყნა საქართველოში არსებული ტოპ-100 უმსხვილესი კომპანიის სია. ასეულში მოხვდნენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, სამშენ...

  • 14:00

    როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა...

    თუ თქვენ ეძებთ იდეებსა და შთაგონებას, როგორ გააწყოთ სააღდგომო სუფრა მარტივად, ლამაზად  და რაც მთავარია, იაფად, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. სააღდგომო სუფრის მორთვა-გაწყობა ერთგვარი სადღესასწაულო...

  • 13:04

    თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო....

    თიბისიმ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. ეჯაილი მუშაობის ახლებური მეთოდია, რომელიც გულისხმობს პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას. ეჯაილი...

  • 19:59

    საზაფხულო სკოლაში მიღებული გამოცდილება თქვენს ბავშ...

    საზაფხულო სკოლაში მიღებული გამოცდილება თქვენს ბავშვებს გამოადგებათ როგორც აკადემიურ, ისე პირად ცხოვრებაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათ პიროვნულ განვითარებაში„ მშობლებისთვის, რომელთაც ყავთ 7 დან ...

×