0 9 : 1 5
 | 

ბიზნესი

თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა

Tbilisi Hills Golf & Residences-ის ახლადაშენებული კომპლექსი ოფიციალურად 6 თვის წინ გაიხსნა, 13 აპრილს კი გოლფის სეზონის საზეიმო გახსნის ღონისძიება ჩატარდა. თიბისისა და Tbilisi Hills Golf & Residences-ს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული კომპლექსის 2 ფაზის მშენებლობა უკვე დაფინანსდა.  გარდა კორპორატიული საბანკო მომსახურებისა, ბანკი მხარს უჭერს დეველოპერულ კომპანიას კონსულტაციების კუთხითაც.

კორპორატიული საბანკო მომსახურების პარალელურად, თიბისი Tbilisi Hills Golf & Residences-ს იპოთეკური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს. ექსკლუზიურად თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის Tbilisi Hills Golf & Residences-ის ვილებზე და აპარტამენტებზე ფასდაკლება გავრცელდება, განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს, როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე ბინის ერთიანად გადახდის შემთხვევაში.

 „მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა საზოგადოებას ჩვენი პარტნიორობის შესახებ ვაუწყოთ. თიბისი ბანკი თავისი კორპორატიული მომსახურებით მხარში უდგას Tbilisi Hills Golf & Residences-ს. დღეიდან კი, თიბისის მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ საცხოვრებელი ჩვენს უნიკალურ კომპლექსში,“ - განაცხადა სეზონის გახსნის ღონისძიებაზე  „AS Skinest Group”-ის და თბილისი ჰილსის მმართველმა და მთავარმა დამფუძნებელმა ოლეგ ოსინოვსკიმ.

Tbilisi Hills Golf & Residences საცხოვრებელი და ინფრასრუქტურული კომლექსია, რომელიც 331 ჰექტარზე თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ ობიექტებს და ყველაზე დიდ გოლფის მოედანს საქართველოში. იგი მოიცავს 350-ზე მეტ ვილას, 70-ზე  მეტ თაუნჰაუზს, 800-მდე აპარტამენტს და ინფრასტრუქტურულ ობიექტს.

თბილისი ჰილსი უნივერსალური კონცეფციაა, რომელიც აგებულია არა მხოლოდ ინტერიერის ესთეტიკაზე, არამედ ეკომეგობრულ კონცეფციაზეც, რაც საქართველოში დეველოპერული კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. კომპლექსს აქვს 180 გრადუსიანი ხედი ქალაქზე და სუფთა ჰაერი, ხოლო გარემოს ათვისება თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.  ეს არის, როგორც საცხოვრებელი, ასევე დასასვენებელი კომპლექსის უნიკალური შერწყმა.

Tbilisi Hills Golf & Residences  „AS Skinest Group“ - ის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს. იგი მოიცავს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიც არის რკინიგზა, ბიზნეს-მიმართულება, ჰიდროელექტრო სადგურები ა.შ.  „AS Skinest Group“ პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქალაქის მახლობლად ცხოვრების ახალ სტილს ამკვიდრებს, სადაც იქნება სივრცე საცხოვრებლად, რელაქსაციისა და გართობისათვის.

თიბისი „AS Skinest Group“-ს  მხარს უჭერს საქართველოში შემოსვლის დღიდანვე. თიბისისთვის უძრავი ქონების სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ახლახანს ბანკმა გამოუშვა ამ სფეროს პირველი კომპლექსური ანალიზი და დეველოპერებს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილა და მომავლის ტენდენციები გააცნო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:57

    საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შეს...

    საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს.„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც ფინანსური ზარალი მიაყენა მომხმარებელს. აღნიშნულიდა...

  • 12:58

    ბზა - ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სას...

    ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული   დღესასწაულია. აღინიშნება  აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. მის...

  • 18:07

    საქართველოს ბანკის ორგანიზებით კონფერენცია- რეფორმ...

    17 აპრილი, 2019 -  საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერ...

  • 14:13

    „ფორბს საქართველოს“ მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“...

    Forbes Georgia-მ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით გამოაქვეყნა საქართველოში არსებული ტოპ-100 უმსხვილესი კომპანიის სია. ასეულში მოხვდნენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, სამშენ...

  • 14:00

    როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა...

    თუ თქვენ ეძებთ იდეებსა და შთაგონებას, როგორ გააწყოთ სააღდგომო სუფრა მარტივად, ლამაზად  და რაც მთავარია, იაფად, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. სააღდგომო სუფრის მორთვა-გაწყობა ერთგვარი სადღესასწაულო...

  • 13:04

    თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო....

    თიბისიმ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. ეჯაილი მუშაობის ახლებური მეთოდია, რომელიც გულისხმობს პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას. ეჯაილი...

  • 19:59

    საზაფხულო სკოლაში მიღებული გამოცდილება თქვენს ბავშ...

    საზაფხულო სკოლაში მიღებული გამოცდილება თქვენს ბავშვებს გამოადგებათ როგორც აკადემიურ, ისე პირად ცხოვრებაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათ პიროვნულ განვითარებაში„ მშობლებისთვის, რომელთაც ყავთ 7 დან ...

×