1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სმარტფონი 4 კამერით - ახალ შესაძლებლობები მობილურ ფოტოგრაფიაში კომპანია HUAWEI-სგან

კომპანია HUAWEI-მ მომხმარებლებს,  პარიზში 26 მარტს  გამართულ ღონისძიებაზე ახალი P30 სერიის სმარტფონები წარუდგინა. ცის ჯადოსნური ფერების შთაგონებით შექმნილი HUAWEI P30 სერია სარკისებურად ასახავს სინათლის და სივრცის გასაოცარ ფერებს და  დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. სრულიად განახლებული, მძლავრი და ულტრა მგრძნობიარე კამერათა სისტემით  HUAWEI P30 და HUAWEI P30 Pro რადიკალურად ცვლის ფოტოგრაფიის წესებს. 

HUAWEI P30 სერიაში, ტრადიციულად, ლეიკასთან ერთად შექმნილი კამერათა სისტემა გვხვდება, რომელიც უახლესი სენსორებისა და გამოსახულების ავტომატურ რეჟიმში დამუშავების ტექნოლოგიით, პროფესიონალური გადაღების შესაძლებლობებს გვთავაზობს. 

მაგალითად, სუპერსპექტრული სენსორით შეგიძლიათ გადაიღოთ ნათელი ფოტოები და ასახოთ დეტალები სრულ სიბნელეშიც კი.  რაც შეეხება სიშორეს, ის  უკვე დაბრკოლება აღარ არის. რადგან ახლა გამოსახულების აღბეჭდვა, აქამდე წარმოუდგენელი, 10X ჰიბრიდული ზუმით არის შესაძლებელი. SuperZoom ლინზა უზრუნველყოფს 5x ოპტიკურ, 10x ჰიბრიდულ და 50x ციფრულ ზუმს და გვთავაზობს მკაფიო დეტალებს ნებისმიერ კადრში. 40MP-იან ძირითად კამერასთან და ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზატორთან ერთად, შეგიძლიათ მთვარეც კი,  წარმოუდგენელი სიახლოვით აღბეჭდოთ, შესანიშნავი რეზოლუციითა და დეტალური გამოსახულებით. 

ფოტოგადაღების გარდა შეგიძლიათ, განსაკუთრებული ვიდეოს გადაღების რეჟიმითაც ისარგებლოთ.  ორი ძირითადი კამერის ერთდროული მუშაობა საშუალებას გაძლევთ  გადაიღოთ მოვლენის სრული კადრი და პარალელურად ასახოთ ამავე მოვლენის თითოეული მონაწილე, მათი მოძრაობები და  მოქმედების ცალკეული მომენტები უფრო ახლო ხედით. 

მსოფლიოში პირველი, ლეიკასთან ერთად შექმნილი, 4 ძირითადი კამერის მქონე HUAWEI P30 Pro აღჭურვილია 40 MP-იანი ულტრა ფართო ხედვის და 20 MP-იანი ფართო ხედვის ლინზებით, გარდა ამისა P30 Pro-ს კამერათა სისტემა მოიცავს  8 MP_იან ტელეფოტო ლინზას და TOF კამერას, რომელიც უფრო მაღალი სიზუსტით ზომავს ობიექტის სიღრმეს. შედეგად, გადასაღებ ობიექტზე ვიღებთ უფრო მკვეთრ ფოკუსს,  ფონი კი მრავალფეროვანი ეფექტების დახმარებით,  უფრო ბუნდოვანი ხდება. 

HUAWEI P30 სერიის სმარტფონი საუკეთესო არჩევანია „სელფის“ პროფესიონალებისთვისაც, რადგან ინტელექტუალურ, 32 MP-იან წინა კამერას შეუძლია ამოიცნოს თქვენი სახე, თვად განსაზღვროს სინათლის დონე და უზრუნველყოს უფრო სუფთა გამოსახულება დაუბალანსებელი ფონური განათების  ან ღამის წვეულების დროს. 

P30 სერიაში, P20 სერიისგან განსხვავებით გვხვდება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდით განბლოკვის შესაძლებლობა, უსადენო დამუხტვისა და რევერსული დამუხტვის ფუნქციები. 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიითა და უმძლვარეს პროცესორ, Kirin 980-ზე მომუშავე 4200 მილიამპერიანი ელემნტით, სმარტფონი საუკეთესო თანამგზავრია მოგზაურობის მოყვარულთათვის. 

თუ გავიხსენებთ, P სერიის სმარტფონებს, ფოტოგრაფია HUAWEI -ს სამარტფონების მთავარი მახასიათებელია. ახალი HUAWEI P30 სერია  კი, უახლესი ტექნოლოგიებით  ფაქტობრივად ცვლის ფოტოგრაფიის წესებს. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები