0 7 : 2 4
 | 

ბიზნესი

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის „სოკარმა“ კრეატიული კამპანია დაიწყო

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. კომპანია „სოკარი“ ჩაერთო ჩემპიონატის გლობალურ ღონისძიებებში და 2019 წლის 21 მარტიდან კრეატიული კამპანია დაიწყო.  

კამპანიის ფარგლებში,  21 მარტიდან 21 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით განთავსებულ „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებს რებრენდინგი ჩაუტარდება. 11 სადგურის დიზაინი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლასგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით გაფორმდება. ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის პოზიციონირებისგან თავს იკავებს.

პირველი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური, რომელიც რომში გამოგზაურებთ, დღეს გაიხსნა. განსხვავებული დიზაინის მქონე სადგური სოკარის სათაო ოფისის მიმდებარედაა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საფეხბურთო სფეროს, სოკარისა და შესაბამისი საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგთან ერთად, დაგეგმილია თანამშრომლების უნიფორმის ანალოგიურ დიზაინში გადაწყვეტაც. ასევე, სადგურებზე, ქალაქების მიხედვით, გაიხსნება სუვენირების მაღაზიები.

ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგზე   ცნობილმა  დიზაინერებმა იმუშავეს.

„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოზიციონირების ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:41

    HUAWEI Mate 20 Pro ანდროიდის ახალი სისტემის ტესტირ...

    Google-მა HUAWEI Mate 20 Pro Android Q beta-ს პროგრამაში დააბრუნა. გარდა ამისა, კომპანია კვლავ განაგრძობს ისეთი ასოციაციების რიგებში ყოფნას, როგორიცაა: SD ასოციაცია, Bluetooth-ისა და Wi-Fi ალიანსი.კომ...

  • 13:22

    საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgi...

    14 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის მორიგი კონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წე...

  • 12:37

    TPAY - გადახდის ახალი პლატფორმა...

    თიბისიმ გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა. ამის შესახებ პრეზენტაცია თიბისიმ გუშინ, სასტუმრო „სტამბაში“ გამართა. TPAY მომხმარებლებს და სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს ფიზიკურ და ციფრულ გარემო...

  • 11:46

    მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კორეის რესპ...

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოს ორ...

  • 11:10

    სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნი...

    ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება. სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს  თარიღთან დაკავშირებით 120 ქვეყნიდან 300 ადამიანს ამსტერდამში ეპატიჟება. „ბავარი...

  • 17:42

    HUAWEI-ის მოწყობილობებს Facebook-ის, WhatsApp-ისა ...

    კომპანია HUAWEI-სა და Google-ს შორის  ბოლოდროინდელი  მოვლენების ფონზე, გავრცელებული   ინფორმაცია რომ HUAWEI-ის ახალ სმარტფონებში მომხმარებლები Facebook-ის, WhatsApp-ისა და Instagra...

  • 17:04

    პაშა ბანკი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების...

    პაშა ბანკის სპონსორობით, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდება. ღონისძიება ბათუმში გაიმართება. აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიუ...