1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ხვალიდან გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს

8 ,9 , 10 მარტს, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სნოუბორდ კროსში,რომელიც  სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინაა. სნოუბორდ კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს. მოთხილამურეები სხვადასხვა დაბრკოლებების ტრასის დაფარვას მინიმალურ დროში შეეცდებიან.  შეჯიბრში 14 ქვეყნის, მათ შორის: ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის  62 სპორტსმენი მიიღებს მონაწიელობას.

8, 9 მარტს FIS-ის ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის.  10 მარტს კი,  FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრია დაგეგმილი. "კუდების“ ფერდობზე  სათხილამურო ტრასა  მსოფლიო ეტაპების ტრასების დიზაინერმა და მშენებელმა, ფრანგმა სპეციალისტმა ტომას გირლანდოამ მოამზადა. 

აღნიშნული შეჯიბრი ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება ბაკურიანში.  წლევანდელი საერთაშორისო ეტაპის წარმატებით ჩატარება, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის ყველა გულშემატკივარისთვის.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კი  კომპანია „სილქნეტია“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია. 

გუდაურში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეტაპების ჩატარებასთან დაკავშირებით, 8 მარტს 9:30 სთ-ზე „რედკოს“ დასახლებაში "მითლოფის“ ტერიტორიაზე გაიმართება პრესკონფერენცია. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები