1 8 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაღლტექნოლოგიური, 10.1-ინჩიანი HUAWEI MediaPad T5 ქართველი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია

HUAWEI-ს ყოველი ახალი პროდუქტის გამოსვლისასმომხმარებლის სურვილია მიიღოს წინამორბედთან შედარებით, კიდევ უფრო გაუმჯობესებული ტექნოლოგიური შესაძლებლობები და  კომპანიაც სწორედ, ამ მოლოდინებზეა ორიენტირებული. ყოველი ახალი მოდელის გამოშვებით, ის კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოწინავე და ინოვაციებზე ორიენტირებული ბრენდია. 

HUAWEI-მ ქართველ მომხმარებელს განახლებული  10.1-ინჩიანი HUAWEI MediaPad T5 წარუდგინა. ეს არის უახლესი და ინოვაციური მედიაპადი -  8 ბირთვიანი, მძლავრი  პროცესორითა და  10.1-ინჩიანი, 1080P Full HD ეკრანით.  ერთი შეხედვით მარტივი და სადა დიზაინით. 

განახლებული ტექნოლოგიური შესაძლებლობების წყალობით შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციით ისარგებლოთ, ხოლო microSD ბარათით შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი მედიაპადის მეხსიერება 256 GB-მდე და უყუროთ საყვარელ ფილმებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე.

გარდა ამისა, მედიაპადი აღჭურვილია მართვის ჭკვიანი სისტემით, რომელიც არეგულირებს აპლიკაციების მუშაობის დროს და სიჩქარეს. 

HUAWEI MediaPad T5-ს შეუძლია დაუკავშირდეს HUAWEI -ს სმარტფონებს და კომპიუტერულ პლატფორმებს. 

მოწყობილობის სიძლიერეს  8-ბირთვიანი პროცესორი განაპირობებს, ფართო და მკვეთრ გამოსახულებას კი მაღალი რეზოლუციის ეკრანი, 

თუ პროფესიონალური სტერეო ხმის მიღება გსურთ - ამ მოდელისთვის არც ეს წარმოადგენს პრობლემას. ტაბლეტის ქვედა ნაწილში, განთავსებულია ორმაგი დინამიკი 

460 გრამიან მედიაპადს აქვს მომრგვალებული კიდეები, რაც ქმნის მაქსიმალურ კომფორტს ხელში დაჭერის დროს. 

HUAWEI MediaPad T5-ში ჩაშენებული მართვის სპეციალური ფუნქციით, შეგიძლიათ თავად დაარეგულიროთ მედიაპადის გამოყენების დრო და კონტენტი, თქვენი ბავშვებისთვის. პატარების თვალების უსაფრთხოებისთვის, შეგიძლიათ მართოთ განათების დონე, ხედვის კუთხე და მავნე ლურჯი გამოსხივების ფილტრაციის პარამეტრები. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები