0 6 : 3 0
 | 

ბიზნესი

სს „ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა.

გამოფენა რუსეთის დედაქალაქში 11-15 თებერვალს გაიმართა და მას 97 ქვეყნიდან 61 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

Prodexpo 2019-ზე  სს "ქართული ლუდის კომპანია” სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი და ლუდებთან ერთად, სტუმრებს ლიმონათის, ნატურალური წვენების -  "ჩერო",  „არსი კოლას“ და ცივი ჩაი „ბაიხო“ს  დაგემოვნება შეეძლოთ.

გამოფენის პარალელურად დამყარდა ახალი საქმიანი ურთიერთობები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

"Prodexpo 2019-ში მონაწილეობის ძირითადი მიზანი იყო ახალი პარტნიორების მოძიება.  როგორც მოგეხსენებათ, ზედაზენი ამ ეტაპზე 40  ქვეყანაში არის წარმოდგენილი, როგორც ლიმონათებით, ისე ლუდებით. გამოფენაზე ჩვენი მიზანი იყო კომპანიის ასორტიმენტის  უფრო ფართო მასებისთვის და უცხოელი შემსყიდველებისათვის კიდევ ერთხელ შეხსენება და სიახლეების კარგად გაცნობა. გამოფენის ფარგლებში მოხდა კონტაქტების გაცვლა. ინტერესი იყო არამხოლოდ რუსეთიდან, სადაც ისედაც ვართ წარმოდგენილები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგალითისთვის გეტყვით - იყო ინტერესი ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან,  კორეიდან და სხვა. ამ ბაზრებზე სს „ქართული ლუდის კომპანია“ მცირე  რაოდენობით ვართ წარმოდგენილი, ახალი კონტაქტების დამყარებით კი უახლოეს მომავალში ბაზრების მეტი ინტენსიურობით ათვისება არის დაგეგმილი.’’ - აცხადებს  სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Prodexpo საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში 60 ქვეყნიდან 2270 მეწარმე სუბიექტი იყო წარმოდგენილი. გამოფენას 25 წლის ისტორია აქვს, რადგანაც ის 1994 წლიდან არსებობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:41

    HUAWEI Mate 20 Pro ანდროიდის ახალი სისტემის ტესტირ...

    Google-მა HUAWEI Mate 20 Pro Android Q beta-ს პროგრამაში დააბრუნა. გარდა ამისა, კომპანია კვლავ განაგრძობს ისეთი ასოციაციების რიგებში ყოფნას, როგორიცაა: SD ასოციაცია, Bluetooth-ისა და Wi-Fi ალიანსი.კომ...

  • 13:22

    საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgi...

    14 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის მორიგი კონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წე...

  • 12:37

    TPAY - გადახდის ახალი პლატფორმა...

    თიბისიმ გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა. ამის შესახებ პრეზენტაცია თიბისიმ გუშინ, სასტუმრო „სტამბაში“ გამართა. TPAY მომხმარებლებს და სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს ფიზიკურ და ციფრულ გარემო...

  • 11:46

    მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კორეის რესპ...

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოს ორ...

  • 11:10

    სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნი...

    ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება. სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს  თარიღთან დაკავშირებით 120 ქვეყნიდან 300 ადამიანს ამსტერდამში ეპატიჟება. „ბავარი...

  • 17:42

    HUAWEI-ის მოწყობილობებს Facebook-ის, WhatsApp-ისა ...

    კომპანია HUAWEI-სა და Google-ს შორის  ბოლოდროინდელი  მოვლენების ფონზე, გავრცელებული   ინფორმაცია რომ HUAWEI-ის ახალ სმარტფონებში მომხმარებლები Facebook-ის, WhatsApp-ისა და Instagra...

  • 17:04

    პაშა ბანკი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების...

    პაშა ბანკის სპონსორობით, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდება. ღონისძიება ბათუმში გაიმართება. აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიუ...