1 4 : 1 7
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკის საჯარო განცხადება

8 იანვარს, გვიან საღამოს, რამოდენიმე მედია პორტალმა,  გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული  ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას.

ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს - თიბისი ბანკს - ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს.  

თიბისი ბანკი არის და დარჩება ქვეყანაში და რეგიონში ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც წარმოდგენს კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების და ინვესტორების მიერ.

თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თიბისი ბანკის არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. თიბისი ბანკს და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

·         არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;

·         არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;

·         ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    "ავერსი" დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს...

    2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.დაუნის სინდ...

  • 12:45

    საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას გან...

    21 მარტი, 2019 - საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მ...

  • 11:29

    Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება...

    Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალი  21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმ...

  • 11:24

    ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის „სოკარ...

    ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. კომპანია „სოკარი“ ჩაერთო ჩემპიონ...

  • 17:51

    ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ბიზნეს-დელ...

    ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ბიზნეს-დელეგაცია, თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგ...

  • 14:56

    „ავერსსა “ და ,,თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიე...

    დღეს, 19 მარტს  კომპანია  „ავერსსა“  და "თბილისის საკრებულოს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. მემორანდუმის თანახმად,  „ავერსი“  იღებს ვალდებულებას...

  • 14:03

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავ...

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში“ 17 მარტს გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რ...

×