1 4 : 3 8
 | 

ბიზნესი

თეგეტა აკადემია კორპორატიულ ტრენინგებს ატარებს

თეგეტა აკადემიამ დაიწყო კორპორატიული ტრენინგები, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომელთა სპეციალიზირებულ გადამზადებას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის და დეტალური ფუნქციონირების მიმართულებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ კომპანია GWP-ს თანამშრომლები. ჯამში ჩატარდა ტრენინგის 7 ეტაპი და სწავლება გაიარა 100-ზე მეტმა მონაწილემ. ტრენინგის კურსი მოიცავდა სპეცტექნიკის, კერძოდ JCB 3cx მოდელის აგებულებას, მისი კომპონენტების მუშაობის პრინციპებს, ფუნქციებს, სამუშაო რეჟიმებს, სწორი ექსპლუატაციის პირობებს და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებს საგარანტიო მიმართულებით.

თეგეტა აკადემია 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრ თეგეტა აკადემიის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება.

აკადემია მიმდინარე წელს გეგმავს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაციის მიღებას, რომლის ფარგლებშიც შემუშავებული იქნა სასწავლო პროგრამა - ელექტრო სისტემების შეკეთება, კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 20 თვეს. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). ამავდროულად აკადემია გააგრძელებს მოკლე სასერთიფიკატო კურსებს კორპორატიული და ინდივიდუალური პირებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    "ავერსი" დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს...

    2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.დაუნის სინდ...

  • 12:45

    საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას გან...

    21 მარტი, 2019 - საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მ...

  • 11:29

    Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება...

    Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალი  21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმ...

  • 11:24

    ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის „სოკარ...

    ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. კომპანია „სოკარი“ ჩაერთო ჩემპიონ...

  • 17:51

    ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ბიზნეს-დელ...

    ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ბიზნეს-დელეგაცია, თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგ...

  • 14:56

    „ავერსსა “ და ,,თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიე...

    დღეს, 19 მარტს  კომპანია  „ავერსსა“  და "თბილისის საკრებულოს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. მემორანდუმის თანახმად,  „ავერსი“  იღებს ვალდებულებას...

  • 14:03

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავ...

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში“ 17 მარტს გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რ...

×