1 3 : 2 7
 | 

ბიზნესი

ახალი პრემიალური ღვინო „თელიანი ველი“-სგან.

კომპანიამ „თელიანი ველი“ 2018 წლის მიწურულს მომხმარებელს ახალი პრემიალური ღვინო „სამთავრო“ შესთვაზა. ღვინის პრეზენტაციას ღვინის ბარმა „8000 მოსავალი“ უმასპინძლა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ „სამთავროს“ რჩეული ღვინოები და გასაუბრებოდნენ კომპანია „თელიანი ველის“ მთავარ მეღვინეს თემურ დაქიშვილს. „სამთავროს“ წარდგენის ღონისძიებას 8000 მოსავალის, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და WSET-ის სერტიფიცირებული სომელიე ზაზა გრიგალაშვილი გაუძღვა. 

დასახელება "სამთავრო" ხაზს უსვამს ბრენდის ფასეულობებს და თავისი მნიშვნელობით პროდუქტის მაღალ ხარისხს გამოხატავს. სწორედ ამის მიხედვით შეიქმნა ბრენდის ვიზუალი, მთავარი და მცირე გერბები. ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური ელემენტი კი კოშკის მეტაფორაა. „სამთავრო“ სამ ღვინოს აერთიანებს- საფერავი რეზერვი, თელიანი რეზერვი და მწვანე დაძველებული მუხაში. თითოეული მათგანი ქართულ ტრადიციულ სამთავრო კოშკს გამოხატავს. კონცეფციასა და დიზაინზე სააგენტომ „More Studio” იმუშავა. დიზაინერებმა ჩვენს მეღვინეებთან ერთად მაღალი ხარისხის ბოთლი და საცობი სპეციალურად შეარჩიეს, ვინაიდან ღვინოს ხანგრძლივი დავარგების პოტენციალი გააჩნია. ასევე შეიქმნა სასაჩუქრე შეფუთვები. 

საფერავი რეზერვი დამზადებულია გვიან შემოდგომით მოწეული საფერავის საუკეთესო მტევნებიდან. ღვინო დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში.ინტენსიური და დაბალანსებული ტანინები განაპირობებს ღვინის ხანგრძლივ და ეგზოტიკურ დაბოლოებას.

ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი მშრალი ღვინო „თელიანი რეზერვი“ დამზადებულია კახეთში, თელიანის მიკრო ზონაში მოწეული კაბერნე სოვინიონის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. ღვინო დავარგებულია მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში, რაც განაპირობებს გემოს იდეალურ ბალანსს, ხავერდოვან ტანინებსა და სავსე სხეულს. 

„მწვანე დაძველებული მუხაში“, დამზადებულია მწვანის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. ღვინო დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში 6 თვის განმავლობაში. გამოირჩევა ვანილის, დაშაქრული თხილის, მუსკატის კაკლისა და დარიჩინის კომპლექსური არომატებით. 

„სამთავროს“ შეძენა ღვინის მოყვარულებისათვის ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში უკვე შესაძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    "ავერსი" დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს...

    2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.დაუნის სინდ...

  • 12:45

    საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას გან...

    21 მარტი, 2019 - საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მ...

  • 11:29

    Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება...

    Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალი  21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმ...

  • 11:24

    ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის „სოკარ...

    ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. კომპანია „სოკარი“ ჩაერთო ჩემპიონ...

  • 17:51

    ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ბიზნეს-დელ...

    ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ბიზნეს-დელეგაცია, თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგ...

  • 14:56

    „ავერსსა “ და ,,თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიე...

    დღეს, 19 მარტს  კომპანია  „ავერსსა“  და "თბილისის საკრებულოს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. მემორანდუმის თანახმად,  „ავერსი“  იღებს ვალდებულებას...

  • 14:03

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავ...

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში“ 17 მარტს გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რ...

×