1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

GAU-ში თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ სტარტაპკურსი დასრულდა

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ სტარტაპკურსი დასრულდა. ფინალურ ეტაპზე 5 სტუდენტისგან დაკომპლექტებულმა 6-მა გუნდმა კურსის განმავლობაში მომზადებული სტარტაპ-პროექტები ჟიურის პრეზენტაციის სახით წარუდგინა. 

ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული III-IV კურსის სტუდენტების მოფიქრებული სტარტაპ-იდეა - „მარტივი“ გახდა, რომელიც სხვადასხვა წვნიანისა და სალათის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ყუთს გულისხმობს. 

კვების მოძრავი ობიექტი ბორბლებზე, ფასდაკლებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი აპლიკაცია, Dog friendly cafe, ექსკურსიების დასაგმემი ვებ-საიტი, ბანქო და საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში - ეს ის დანარჩენი პროექტებია, რომლებიც სტუდენტებმა დამსწრე აუდიტორიასა და ჟიურის გააცნეს. 

ორთვიანი სტარტაპკურსის განმავლობაში GAU-ს სტუდენტებმა ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პროფესიონალი მენტორებისგან მიიღეს. სტუდენტები სხვადასხვა თემატიკის სესიებს ესწრებოდნენ, რომლებიც სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას მოიცავდა - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიეღოთ მათგან რჩევები, რეკომენდაციები და დასწრებოდნენ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპთემების გარშემო. 

სტარტაპკურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპკულტურის დამკვიდრება და მათთვის ინსპირაციის მიცემა იმისთვის,  რომ იდეები რეალობად აქციონ. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტამდე სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ჩატარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები