0 4 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ფონდი ნატახტარი“ კატეგორიაში “სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა” საუკეთესოდ დასახელდა

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსმა Meliora 2018 გამარჯვებულები გამოავლინა

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივაფარგლებში, 13 დეკემბერს, სასტუმროშიბილტმორი“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში 41-მა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით მონაწილეობდა. კომპეტენტური ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში  10  კომპანია 10 გამარჯვებული პროექტით გამოავლინა.

კატეგორიაში  სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობაგაიმარჯვა კომპანიამნატახტარიპროექტითიზრუნე მომავალზე” - ჯილდო გადასცა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ სტეფანო კრეშენციმ.

თანამედროვე სამყაროში აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ კომპანია არ არსებობს მხოლოდ მოგების მაქსიმიზაციისთვის. კომპანია თავისი მოღვაწეობით უნდა ქმნიდეს რაღაც ფასეულობას, რომელიც მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის და საზოგადოებისთვის ზოგადად, ფონდი ნატახტარის მიზანიც სწორედ ფასეულობის შექმნაა. გვჯერა, რომ მზრუნველობამოკლებული მოზარდების გაძლიერება და საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაცია ზოგადად სასიკეთოა თითოეული ჩვენგანისთვისაც. დიდი მადლობა ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ თანამშრომლობისთვის და ასევე მადლობა „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018-ის“ ორგანიზატორებს, ეს მოტივაციაა არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ ყველა კომპანიისთვის,” - აღნიშნავს კომპანია „ნატახტარის“ ბრენდ მენეჯერი ნინო სურმავა

შეგახსენებთ, რომ „ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან ეხმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში. თანხა ნოემბრიდან თებერვლის მანძილზე გროვდება. ამ ხნის განმავლობაში სულ ფონდში აკუმულირდა 841 835 ლარი, რაც მოხმარდა 500-ზე მეტი მოზარდისა და ახალგაზრდის დამოუკიდებელი ცხოვრებისადმი მომზადებას, კერძოდ,  ფსიქოლოგიური კონსულტაცია, საგნებში მომზადება, პროფესიული განათლებისა და მართვის მოწმობის მიღება, პროფესიისთვის საჭირო იარაღების/მასალის შეძენა, სტიპენდია (ბინის ქირა, კვება, გზა). თითოეული ბენეფიციარისთვის თანხა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გამოიყოფა . პროექტი, საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით, ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მიერ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ თანხების გამჭვირვალობა დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterHouse Cooper-ის მიერ.

კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან, მათ შორის იყვნენ: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდანდა სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.დაჯილდოების ცერემონია გახსნა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ. შემდგომ დამსწრე  საზოგადოებას სიტყვით მიმართა  ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ - კარლო ნატალემ. მისასალმებელ სიტყვას მოჰყვა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიებისათვის ჯილდოების გადაცემა საპატიო სტუმრების მიერ. ცერემონიას დაესწრო 250 ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები