1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რა განაპირობებს HUAWEI Mate 20 სერიის უპირობო ლიდერობას

როდესაც HUAWEI -მ გაყიდვებით Apple-ს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, ეს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ყოველშემთხვევაში ამას ხაზს უსვამდნენ ექსპერტები. თუმცა ახლა, განსაკუთრებით კი,  ახალი Mate 20 სერიის წარდგენის შემდეგ,  ისინი უკვე HUAWEI-ს პირველი ადგილის დაკავებას და Samsung-ის ჩანაცვლებასაც უწინასწარმეტყველებენ. ექსპერტების მოსაზრებას იზიარებენ სხვადასხვა ცნობილი მედიაგამოცემები.

2018 წლის ბოლოდროინდელი მონაცემებით, HUAWEI Mate 20 სერია პოზიტიურ შეფასებებსა და ჯილდოებს იღებს მედიისგან. ამ დროისთვის, 41 ტოპ შეფასება იქნა მიღებული გლობალური და რეგიონალური მედიისგან და როგორც ამბობენ, ეს მონაცემი კიდევ უფრო გაიზრდება.

ფაქტია, რომ HUAWEI აძლიერებს კონკურენციას და ყოველ ჯერზე სასიამოვნოდ აკვირვებს მომხმარებლებს ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანია ყურადღებას აქცევს ისეთ უმნიშვნელო და ყოველდღიურ ფუნქციებსაც, როგორიცაა გამძლე  ელემენტი და  ახალი ფერების არჩევანი.

HUAWEI Mate20  სერიის წარდგენამ და მისმა უნიკალურმა შესაძლებლობებმა, მედიაც აალაპარაკა.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი გამოცემა Forbes  წერს: „პირველადი შთაბეჭდილება HUAWEI Mate20 Pro-ზე შეხედვისთანავე პოზიტიური იყო. როგორც ბევრი სხვა გამოცემა, რომელიც  ტექნოლოგიების შესახებ წერს,  ჩვენც აღფრთოვანებულები ვიყავით იმ ფუნქციებით, რომლებიც პასუხობს მომხმარებლის ყველა მოთხოვნას,  რაც კი შეიძლება დაგვჭირდეს 2018 წელს. ერთკვირიანი ტესტირების შემდეგ პირველადი შეფასება კიდევ უფრო გამართლდა~.

PC World აქვეყნებს სტატიას და საუკეთესო არჩევანს სთავაზობს მკითხველს: „თუ გადაწყვიტეთ შეიძინოთ სმარტფონი და უნდა ამოირჩიოთ მხოლოდ საუკეთესო - ეს ნამდვილად იქნებოდა Mate20 Pro. ეს არის სმარტფონი ახალი ფართო კუთხის მქონე ობიექტივით, ღამის რეჟიმით და 5x ჰიბრიდული ზუმით... ახალი სერია კიდევ უფრო გასაოცარ ფოტოებს გპირდებათ. ნათქვამია, რომ საუკეთესო კამერაა ის, რომელიც თან გაქვს, და თუ არჩევანის წინაშე ვართ - ნამდვილად, ავირჩევდით Mate20 Pro-ს.”

Gulf News კი იუწყება: „HUAWEI შემდეგ დონეზე გადავიდა Mate20 სერიის წარდგენით და საფრთხე შეუქმნა კონკურენტებს“.

ZDNet ასეთ შეფასებას აძლევს HUAWEI Mate20 სერიას: „Mate20 Pro აერთიანებს Huawei-ს ყველა საუკეთესო თვისებას ერთ მოწყობილობაში და მისი დამარცხება ნამდვილად რთული იქნება“.

„HUAWEI Mate20 Pro  არაჩვეულებრივი ტელეფონია, კიდევ უფრო გაუმჯობესებული  კამერით. იგი ისეთ ფოტოებს იღებს, როგორზეც ერთ დროს იოცნებებდით. მას გააჩნია საუკეთესო ბალანსი ფაქტობრივ ოპტიკასა და გადამამუშავებელ ძალას შორის,~ - წერს Digital Camera World

HUAWEI Mate20 Pro -ს უნიკალურ შესაძლებლობებსა და განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს გამოცემა Metro: HUAWEI Mate20 Pro არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ფლაგმანური ტელეფონი 2018 წელს. მას აქვს ნამდვილად, საუკეთესოდ შემუშავებული ტექნიკური მახასიათებლები, უამრავი smart პროგრამული უზრუნველყოფა და რამდენიმე აღსანიშნავი ფუნქცია, მაგალითად როგორიცაა თითის ანაბეჭდის-სკანერი“.

Mighty Gadget იტყობინება:HUAWEI Mate20 სერიის განსაკუთრებული კამერისა და ელემენტის საშუალებით,  შემიძლია თამამად ვაკეთო ჩემი საქმე გაცილებით უფრო მარტივად და იმაზე ნერვიულობის გარეშე, რომ ელემენტი მალე დაჯდება. მხოლოდ ეს ერთი მიზეზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ არჩევანი ამ მოდელზე შევაჩერო.“

 

და მაინც, რა განაპირობებს HUAWEI Mate20 სერიის უპირობო ლიდერობას:

·         ყველაზე დახვეწილი და მიმზიდველი დიზაინი, უნიკალური და ინოვაციური ფერებით.

·         HUAWEI Mate20 სერია აღჭურვილია მსოფლიოში  ყველაზე ინოვაციური და ყველაზე პატარა 7 ნანომეტრიანი პროცესორით - Kirin 980-ით, რომელიც  20% -ით უფრო ეფექტურად მუშაობს და მოიხმარს 40%-ით უფრო ნაკლებ დროს.

·         ახალი Kirin 980-ის წყალობით შესაძლებელია 46%-ით გაუმჯობესებული გრაფიკული გამოსახულების მიღება. გარდა ამისა თამაშისას, ხელოვნურ ინტელექტის შეუძლია დადგინდეს სამუშაო დატვირთვის ძალა და უზრუნველყოს რესურსის მოძიება ოპტიმალური გამოსახულებისა და ხარისხის მისაღებად. წინა თაობასთან შედარებით, Kirin 980 ურუნველოყობს აპლიკაციების უსწრაფეს ჩართვასაც.

·         ახალ სმარტფონში შენარჩუნებულია ძველი ტრადიცია და სამივე ძირითადი კამერა შექმნილია ლეიკასთან თანამშრომლობით, რომელთა სისტემაც იძლევა ობიექტების მინიმალურ დისტანციაზე გადაღების სშუალებას და იჭერს ფოკუსს ლინზიდან 2,5 სანიტიმეტრის დაშორებითაც კი. წინამორბედებისგან განსხვევბით ახალ მოდელში გვხვდება უფრო მეტად გაძლიერებული ფართო ხედვის მქონე ლინზა (16 mm).

·         HUAWEI Mate20 სერიას აღჭურვილია  Android Pie-ზე დაფუძნებული   ოპერატიული სისტემა  EMUI 9.0-ით, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ეკრანზე მარტივი შეხებით შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონის ყველა სამუშაო თუ გასართობი ფუნქციით. EMUI 9.0-ს მოყვება GPU Turbo 2.0 - უფრო მეტი მხარდაჭერით თამაშების მოყვარულთათვის.

·         კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც სისტემას თან სდევს  HiVision-ია, რაც შესაძლებლობას  აძლევს კამერას, აღიქვას ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ნახატები და მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მათ შესახებ.

·         HUAWEI_ის ახალ მოდელებში დახვეწილი და გაუმჯობესებულია ელმენტის გამძლეობა. 4200 მილიამპერიანი ელემენტისა და 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიის საშუალებით, ახლა უკვე შესაძლებელია 30 წუთში ელემნეტის 70%-მდე შევსება.

·         HUAWEI Mate20 Pro არის მსოფლიოში პირველი „სმარტფონი“, რომელსაც აქვს 4.5G LTE Cat. 21 სტანდარტის შესაბამისი მხარდაჭერა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს   ისარგებლონ 1.4 გბ/წმ ჩამოტვირთვის სიჩქარით. მას ასევე აქვს მსოფლიოს უსწრაფესი Wi-Fi კავშირი --GB, რომელსაც ჩამოტვირთვისთვის მხოლოდ 10 წამი სჭირდება. 

·         HUAWEI Mate20 Pro -ს აქვს  3D Face Unlock მხარდაჭერა. ამ ფუქციის საძუალებით სწრაფად, სულ რაღაც 6 წამში ხდება მომხარებლის ამოცნობა.  3D სიღრმისეული  სენსორის მქონე  კამერის სისტემა წინა მხარესაა განთავსებული, რომლის საშუალებითაც  მოწყობილობას შეუძლია უმაღლესი სიზუსტით დაინახოს სუბიექტის სახის ნაკვთები და აღიქვას უმცირესი დეტალებიც კი. 

·         HUAWEI Mate20 სერია ასევე გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი პორტრეტული ფერადი ვიდეორეჟიმით.  ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით  HUAWEI Mate 20 სერიას შეუძლია ადამიანის გამოსახულების იზოლაცია და მისი ჩაშლა ფერებად ისე, რომ ხაზი გაუსვას პიროვნულ მახასიათებლებს.  ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი განათების სისტემა ახდენს საერთო თემის მქონე ვიდეო კლიპების  იდენტიფიცირებას და ავტომატურად ახორციელებს მონტაჟს.

·         ეკრანშივე ჩაშენებული თითის ანაბეჭდით, 3X ოპტიკური ზუმით, 4K მხარდაჭერით, უახლესი პრიცეოსრით, უნიკალური დიზაინით, კამერის ახალი ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებით HUAWEI Mate20 სერია წარმოადგენს სრულყოფილებას ინოვაციური მოწყობილობების ინდსუტრიაში,.

 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადსგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები