1 4 : 2 1
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტები გამოვლინდნენ

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტი კომპანიების ვინაობა ცნობილია. 6 ნომინაციის 18 ფინალისტის სია ასე გამოიყურება:

წლის ბიზნესი:
1.      „კენარი“
2.      „გროს ენერჯი გრუპი“
3.      „ევროპის უნივერსიტეტი“


წლის ქართული პროდუქტი:
1.      „ჰერბია“
2.      „გეფერინი“
3.      „ნეოფარმი“ 


წლის სტარტაპი:
1.      „თიერსი“
2.       „აპოლო 11“
3.      Welcome to Georgia - the Musical


წლის ტურისტული ბიზნესი:
1.      “ალტიტუდა”
2.      „წისქვილი  ჯგუფი“  
3.      „Ecotours Georgia“


წლის ქალი მეწარმე:
1.      „სანტა“
2.      „პანკისი ქემფინგ“
3.      რადიო-ჰოლდინგი „ფორტუნა“


ბიზნესი დადებითი გავლენისთვის:
1.      „ფაბრიკა 1900“
2.      „ჯეო მულჩი“
3.      „ანტრე“


ფინალისტი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.businessaward.ge/ka/businessaward-2018 გამარჯვებულების გამოვლენამდე, 18 ბიზნესი თიბისის დაგეგმილ ერთთვიან კამპანიაში ჩაერთვება, რომელიცმათ PR მხარდაჭერას, ასევე ციფრულ და ტრადიციულ მედია არხებში გაშუქებას უზრუნველყოფს.

აქტიურიკამპანიის ფარგლებში საზოგადეობა ფინალისტი კომპანიების ისტორიისა და ბიზნესსაქმიანობის შესახებშეიტყობს, რაც ბაზარზე მათი ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. წელს პირველად, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის სამი კატეორიის ჯილდოა დაწესებული.

გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს:ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულუზრუნველყოფას.

 ბიზნეს დაჯილდოების მთავარი პარტნიორია ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის - EFSE.პროექტის დანარჩენი 3 პარტნიორი თითო ნომინაციას წარადგენს:ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD წლის ქალ მეწარმეს, სააგენტო „აწარმოესაქართველოში“ კი წლის ქართულ პროდუქტს დააჯილდოებს. Impact Hub Tbilisi ნომინაციას - „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ წარადგენს. დამოუკიდებელი ჟიური 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებულს დეკემბერში გამოავლენს. 

ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება. საქართველოში ბიზნესისმხარდაჭერასა და  ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება. ასევე ბიზნესის კეთებას უწევს პოპულარიზაციას.პლატფორმამ 2 წლის მანძილზე 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელსსაქართველოს გაუზიარეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები