0 8 : 1 1
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018 წელი - მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა იყო არსებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები, ვაჭრობის დაფინანსების განვითარების პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში; ასევე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ვაჭრობის დაფინანსების უახლესი ტენდენციები, ინოვაციური პროდუქტები და საქართველოს როლი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერია, როგორიცაა EBRD-ის  მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი ვაჭრობის დაფინანსების სფეროში. ასეთი მასშტაბური ღონისძიება ვენის, ფრანკფურტის, ლონდონისა და სტამბოლის შემდეგ პირველად ჩატარდა საქართველოში.  საქართველოს ბანკი და EBRD წარმატებულად თანამშრომლობენ ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის კუთხით. ჩვენ ჯერ კიდევ 1999 წლიდან წარმატებით ვმონაწილეობთ EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამაში (TFP) და სწორედ ამიტომ მრავალი წელია საქართველო მიიჩნევა ამ პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრ ქვეყანად, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტ-იმპორტის ხელმისაწვდომობას ეფექტიანი დაფინანსების მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა კარგ შესაძლებლობას, გაიმართოს დისკუსიები ბანკების მიერ განხორციელებული საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების, კომერციული საგადასახადო რისკების, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური  დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.  

 

EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმს ესწრებოდა 40 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი 100  სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ემიტენტი, მიმღები და თანადამფინანსებელი ბანკების წარმომადგენლები, ასევე, ვაჭრობის დაფინანსების ასოციაციები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:13

    თიბისი ბანკის ერთგული ბარათების აქცია დაიწყო...

    თიბისი ბანკმა  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია - „10=10=10“ დაიწყო.  აქციის ფარგლებში, ყველა მომხმარებელი, ვინც 7 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ”ერთგ...

  • 13:36

    საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ცაგერში 2...

    ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. 15 ნოემბერს,  15:00 საათზე, ცაგერის კულტურის ცენტრში,  სალოტბარო სკოლა  საზეიმოდ გაიხსნება. მნიშვნელოვან...

  • 12:07

    “სოკარი” კომპანიის CSR სტრატეგიას წარადგენს...

    16 ნოემბერს  „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორი ლევან გიორგაძე  არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებს „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალ...

  • 11:37

    თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტები...

    თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტი კომპანიების ვინაობა ცნობილია. 6 ნომინაციის 18 ფინალისტის სია ასე გამოიყურება:წლის ბიზნესი:1.      „კენარი“2.      „გროს ე...

  • 17:46

    თიბისი ლიზინგი 15 წლისაა...

    თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია თიბისი ლიზინგი დღეს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანია რომლის ჯამური პორტფელიც დღეს უკვე 235 მლნ ლარამდეა და ბაზრის 70%-ზე მეტი წილი უკავია, ერთ ერთი პირველი იყ...

  • 13:57

    რა განაპირობებს HUAWEI Mate 20 სერიის უპირობო ლიდე...

    როდესაც HUAWEI -მ გაყიდვებით Apple-ს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, ეს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ყოველშემთხვევაში ამას ხაზს უსვამდნენ ექსპერტები. თუმცა ახლა, განსაკუთრებით კი,  ახალი Ma...

  • 11:34

    ჩაერთე RC COLA-ს გრანდიოზულ საახალწლო გათამაშებაში...

    RC COLA-მ ყველას დაასწრო და გრანდიოზული საახალწლო გათამაშება დაიწყო. გინდა მოიგო ყურსასმენი, ჰოვერი, ტელევიზორი, ველოსიპედი, მობილური ან სუპერ პრიზი - ბინა?  - მაშინ შეუერთდი RC COLA-ს გათამ...