2 3 : 2 2
 | 

ბიზნესი

თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა

თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბიზნესფორუმი ჩატარდა. სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბრისტოლის მერი - მარვინ რიზი ეწვია.

დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას თბილისის მერი - კახი კალაძე, სამთავრობო გუნდის, ასევე ბიზნესსექტორისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ბიზნესფორუმზე მოხსენებით საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში - თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - ჯასტინ მაკენზი-სმიტიც გამოვიდნენ. ფორუმზე დამსწრე აუდიტორიამ წარმატებული ბრიტანული კომპანიების გამოცდილება და ისტორია მოისმინა.

პარალელურად, ბიზნესფორუმის მონაწილეებმა თიბისი გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა - „ერთიანობა განსხვავებულობაში, ბრისტოლი და თბილისი 1988-2018“ იხილეს. ექსპოზიციაში თავმოყრილია  როგორც საერთაშორისო აღიარების მქონე, ისე დამწყები ქართველი და ბრიტანელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც  30 წლის მანძილზე თბილისსა და ბრისტოლში სხვადასხვა გამოფენასა და ფესტივალში იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენა ასახავს კულტურულ, საგანმანათლებლო და მოქალაქეობრივ ურთიერთობებს ამ ორ ქალაქს შორის, დასაწყისიდან დღემდე. ექსპოზიცია აერთიანებს განსხვავებული მედიისა და მასალისგან შექმნილ მრავალფეროვან მხატვრულ ნამუშევრებს, მათ შორის ფოტოგრაფიას, ვიდეო-ინსტალაციებს, სკულპტურას, მხატვრობას.

თბილისსა და ბრისტოლს შორის დამეგობრების ხელშეკრულება 1988 წელს გაფორმდა და ის ორ ქალაქს შორის კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის დარგში, ასევე საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში, ქალაქების მერიის ინიციატივით არაერთი საინტერესო კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტი განხორციელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    „თელიანი ველის“ კიდევ ერთი გამარჯვება ოქროს თასი, ...

    „თელიანი ველის“ საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ -ზე მოპოვებული მედლები და უმაღლესი ჯილდო ოქროს თასი საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ წარმოდგენილმა...

  • 17:19

    „თელიანი ველი“ საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Borde...

    საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 13-16 მაისს ღვინის საერთაშორისო გამოფენა VinExpo Bordeaux 2019 გაიმართა. გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობა ...

  • 15:23

    B COM - ახალი სივრცე ბიზნესსაზოგადოებისთვის...

    თიბისი ბიზნესი ბიზნესსაზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის.  B COM  არის  ბიზნესკომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს.  ...

  • 13:44

    #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარის ფარგლებში პლატოს ტ...

    ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება კომპანია  IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 2500 ნერგი დარგო. აქცია  ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში განხო...

  • 12:34

    „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხ...

    გაზგამანაწილებელი კომპანიის 15-მილიონიანი სოციალური პროექტი - თბილისის 25 000 აბონენტის ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის მრიცხველი ახლით ჩანაცვლდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკურმა სამსახურმა დედაქალა...

  • 16:28

    ავტო ლომბარდი

    ავტო ლომბარდი საუკეთესო გამოსავალია იმ შემთხვევაში, როდესაც გესაჭიროებათ თანხა, მაგრამ საკმარისი დრო არ გაქვთ დოკუმენტაციების შესაგროვებლად და სხვა ტიპის კრედიტის ასაღებად. როგორც წესი, საფინანსო ორგა...

  • 14:37

    "დინო" - სასმელი ვისაც ენერგია სჭირდება...

    ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე კიდევ ერთი ბრენდი გამოჩნდა. ქართული ენერგეტიკული სასმელი „დინო“, რომელიც სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერაა წარმოებული უკვე საცალო ქსელში იყიდება. „დინო“ საკუთარ ...

×