0 1 : 1 1
 | 

ბიზნესი

Commerzbank-მა თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირებაში გამორჩეული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა

თიბისი ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც ვაჭრობის ფინანსირების სფეროში გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისგან - Commerzbank ჯილდო მიიღო. აღიარება თიბისი ბანკს Commerzbank-მა აღნიშნულ სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და გამორჩეული პარტნიორობისთვის გადასცა.

„მოხარული ვართ, რომ თიბისი ბანკმა აღიარება ისეთი საერთაშორისო დონის ფინანსური ინსტიტუტისგან მიიღო, როგორიცაა Commerzbank-ი. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ბანკის მოწინავე პოზიციებს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში და ხაზს უსვამს ამ ორი ინსტიტუტის წარმატებულ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით მსოფლიოს მაშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, თიბისი ბანკმა საკუთარ მომხმარებელს არაერთი პროდუქტი შესთავაზა. ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ბანკს მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა - ADB, EBRD, Global Finance.

Commerzbank-ი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს წარმოადგენს, თიბისი ბანკის უძველესი პარტნიორია ვაჭრობის ფინანსირების სფეროში. პირველი საერთაშორისო ტრანზაქცია ბანკებმა 1999 წელს განახორციელეს და მას შემდეგ მომხმარებელს ერთობლივად არაერთი პროექტი შესთავაზეს.

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:39

    პაშა ბანკმა სპონსორობა Caspian Energy Forum Tbilis...

    პაშა ბანკი რიგით მერვე „კასპიის ენერგეტიკის ფორუმის” სპონსორია. საქართველოს მთავრობის, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში და Caspian European Club-ის მხარდაჭერით, ფორუმს ორგანიზება კომპანიამ Caspian E...

  • 18:13

    Microsoft-მა HUAWEI-ს ლეპტოპები საკუთარ ვებგვერდ...

    მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და მსხვილმა კომპანია Microsoft-მა, HUAWEI-ის ლეპტოპები  საკუთარ ვებგვერდზე, პროდუქტების ნუსხაში დააბრუნდა.  როგორც იცით, აშშ-ს მთავრობის სანქციების ფონზე...

  • 18:09

    ლონდონში თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა კრება გაი...

    დღეს, ლონდონში თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC BANK Group PLC) ყოველწლიური აქციონერთა კრება გაიმართა, სადაც 17 საკითხზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყველება. აქციონერთა 97,63 პროცენტმა მხარი დაუჭირა დირექტორთა ს...

  • 18:02

    საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მ...

    24 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს და ზაფხულის სეზონზე სექტორის განვითარებისთვის 1 000 000 ლარს გამოყოფს. საქართველოს ბანკისთვის ტურიზმი პრიორიტეტ...

  • 13:52

    თიბისიმ რუსეთის გადაწყვეტილების ეკონომიკური ზეგავ...

    თიბისი კვლევების მიხედვით, ახლო პერსპექტივაში, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, ზრდის ტემპი შემცირდება, მაგრამ ის მაინც პოზიტიური, დაახლოებით 5%-მდე იქნება, რადგანაც ტურ...

  • 13:14

    წარმატებული კომპანიების ბიზნესმოდელები...

    ინოვაციურ ბიზნესმოდელირებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ნაყოფიერი მსჯელობის ათვლის წერტილი საერთო წარმოდგენის ჩამოყალიბებაა ბიზნესმოდელის არსის შესახებ. ამიტომაც, დავიწყოთ განმარტებით - კომპანიის, პრო...

  • 11:18

    თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს...

    თიბისი ბანკი ეხმაურება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოკლევადიან პერპექტივაში უარყოფითად აისახოს ტ...