1 3 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“თეგეტა მოტორსი” აზერბაიჯანში გაფართოვებას განაგრძობს

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა, სადაც წარმოდგენილია ავტონაწილების და აქსესუარების მაღაზია და სერვის ცენტრი. ამჟამად აზერბაიჯანში “თეგეტა მოტორსი” უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი და ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. 

სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა/დანადგარებით და ტექნიკით. აქვე  წარმოდგენილია საბურავების, ზეთების, აკუმულატორების, ფილტრების, მსუბუქი ავტომობილების და მიკროავტობუსების სათადარიგო ნაწილების ყველაზე დიდი არჩევანი.

ახალ ფილიალში დასაქმებული არიან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქართველი წარმომადგენლები, რომლებმაც პროფესიული მომზადება „თეგეტა აკადემიაში“ გაიარეს და უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციურ სერვისს. „თეგეტა მოტორსის“ აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება აქვს ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია და მიიღოს უმაღლესი სტანდარტის მომსახურება კომფორტული გარემოში. 

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარი წარმომადგენლობა უცხო ქვეყანაში გახსნა. კომპანია 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:02

    თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხს...

    ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელ...

  • 11:54

    „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, E...

    ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ავტომობილი სრულად გამართული იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვა...

  • 10:42

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში სა...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურ...

  • 19:53

    30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებ...

    ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა&...

  • 19:46

    „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღ...

      „თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. „დედამიწის დღ...

  • 14:29

    #1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - თიბისი დაზღვევა...

    თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა. მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანი...

  • 16:05

    მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტ...

    მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის...