2 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI-მ ხელოვნური ინტელექტის მქონე უახლესი მოწყობილობა HUAWEI AI Cube წარადგინა

IFA 2018-ზე, კომპანია HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდმა (CBG) ხელოვნური ინტელექტის მქონე უახლესი მოწყობილობა  HUAWEI AI Cube წარადგინა, რომელიც თავის თავში აერთიანებს სპიკერსა და 4G როუტერს. ამ სიახლით კომპანია ოფიციალურად შევიდა სმარტ სპიკერების ბაზარზე. ეს არის  ახალი, უფრო ბუნებრივი და მოსახერხებელი გზა მომხმარებელთათვის ინტერნეტთან დასაკავშირებლად და Smart მოწყობილობების მართვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამის მიღწევა მაღალი ხარისხის აუდიოსა და მინიმალისტური დიზაინის თანხლებითაა შესაძლებელი. 
შეგახსენებთ, რომ რიგით მეათე გამოფენა-გაყიდვა IFA 2018-ს ბერლინმა უმასპინძლა, სადაც ერთ სივრცეში თავი მოიყარა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების ინოვაციურმა ნაწარმმა. ღონისძიებაზე დიდი ყურადღება მიიქცია და წარდგენისთანავე აღმოჩნდა მსოფლიო ტექნოლოგიური მედიის ყურადღების ცენტრში HUAWEI AI Cube, რომელიც  დაჯილდოვდა, როგორც მრავალფუნქციური და კომპაქტური, ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობა.
HUAWEI-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე კუბს შეუძლია შეასრულოს თქვენი ნებისმიერი დავალება: დაურეკოს თქვენს მეგობრებს, გესაუბროთ სხვადასხვა თემაზე, შემოგთავაზოთ თამაშები, მოძებნოს და ჩართოს თქვენი საყვარელი სიმღერა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მას შეუძლია იყოს თქვენი ნამდვილი მეგობარი.
„როგორც ინდუსტრიის ლიდერი, HUAWEI  მზად არის  უზრუნველყოს უწყვეტი კავშირი და Smart გამოცდილება. HUAWEI აქტიურად აძლიერებს თავისი პროდუქტების პორტფოლიოს  შეთავაზებას და ზრდის ისედაც მზარდ პროდუქტებს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი გააჩნიათ. HUAWEI AI Cube კი,  უახლესია ასეთი მოწყობილობებიდან,“ - აღნიშნავს  HUAWEI -ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ იუ.  
„HUAWEI AI Cube გამოირჩევა ფუნქციების სრული კომპლექტით, რაც კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენებს  HUAWEI-ს ინოვაციებისადმი და მომხმარებელთა თანამშრომლობისადმი ერთგულებას.  HUAWEI AI Cube არის კომპანიის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და Amazon-ის Alexa-ს კომბინაციით შექმნილი პროდუქტი,  რომლითაც ყველა მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება,” - განმარტავს რიჩარდ იუ. 
HUAWEI AI Cube-ში  ჩამონტაჟებული სისტემა - Alexa საშუალებას აძლევს მომხმარებელს მოუსმინოს მუსიკას, აკონტროლოს ჭკვიანი სახლის ხელსაწყოები და გამოიყენოს 50,000-ზე მეტი ფუნქცია მარტივად,  ამისათვის კი მხოლოდ ერთი -„მოთხოვნის შესრულებ“-ის  ბრძანების მიცემაც საკმარისია.  
„Huawei AI Cube აერთიანებს რამდენიმე პროდუქტს ერთში და ამავდროულად აბალანსებს smart ფუნქციებსა და მაღალი ხარისხის ხმას,“ - ამბობს Alexa-ს ხმოვანი სერვისის ვიცე-პრეზიდენტი, პიტ ტომპსონი:  „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ HUAWEI საშუალებას აძლევს ევროპელ მომხმარებლებს ბუნებრივი გზით მოუსმინონ მუსიკას, აკონტროლონ ჭკვიანი სახლის ხელსაწყოები და ხელი მიუწვდებოდეთ ათასობით ფუნქციაზე.“
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები