1 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კატეგორიებში ფერი დაგარჩევადობა HUAWEI P20 Pro ლიდერობს

დღესსმარტფონი, თითქმის ყველას აქვს. ბევრმა, არც კი იცის კუთვნილი მობილური ტელეფონის შესაძლებლობები. თავის მხრივ კი, მწარმოებლები, ცდილობენ, რაც შეიძლება მძლავრი მონაცემების მქონე მობილური შექმნან. სმარტფონების ბაზარს ყოველდღიურად ახალ-ახალი მოდელები ემატება, უფრო  ძლიერი პროცესორებით, გაზრდილი ოპერატიული მეხსიერებით, იხვეწება კამერები, იზრდება ეკრანის რეზოლუცია და ..

ექსპერტთა გათვლებით, ეს ტენდეცია გადაიზარდა კომპანიებს შორის ციფრებით ბრძოლაში: მეტი პროცესორის სიმძლავრე, მეტი ბირთვი, მეტი ოპერატიული მეხსიერება, ელემენტის რესურსი და ა.შ... ფასის გარდა, სწორედ აღნიშნული მონაცემები ხდება  მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის მთავარი მამოძრავებელი.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვიდრე დააპირებთ სმარტფონის შეძენას დაფიქრდით, თუ რისთვის რისთვის გწირდებათ ის : სხვადასხვა საოფისე აპლიკაციებისთვის?  სათამაშოდ?   კარგი ფოტოების გადასაღებად? მხოლოდ სოციალური ქსელებისათვის თუ მხოლოდ დასარეკად? ან შესაძლებელია გჭირდებათ რამე, კონკრეტული საქმის შესასრულებლად და ა.შ.

მსოფლიომ აღიარა, რომ HUAWEI P20 Pro  საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად. ის ერთადერთი სმარტფონია რომელსაც 3 ძირითადი კამერა აქვს, კერძოდ სმარტფონი აღჭურვილია 3 -  40MP-იანი, 20MP-იანი და 8MP-იანი კამერით.

გლობალურ ბაზარზე P20 Pro-ს კამერა შეადარეს 3 სმარტფონს - OnePlus 6, LG G7 და Sony Xperia. სმარტფონები შეადარეს ერთმანეთს 4 კატეგორიაში - ფერი, გარჩევადობა, ექსპოზიცია და დამატებითი ფუნქციები.

ფერი - ფერების შესადარებლად სურათები გადაიღეს სხვადასხვა განათებასა და სიტუაციებში. როდესაც სმარტფონებით გადაღებული ფოტოები შეადარეს აღმოჩნდა, რომ HUAWEI P20 Pro -ს კამერამ ყველაზე ზუსტად ასახა რეალური ფერები. ამ კატეგორიაში, P20 Pro-მ კონკურენტ სმარტფონებს აჯობა.

გარჩევადობა - აღნიშნულ კატეგორიაში  მნიშვნელობა ენიჭებოდა გადაღებული ფოტოს სიმკვეთრეს. ფოტოების გადაღებისას P20 Pro-სა და Sony Xperia-ს ფოტოების სიმკვეთრე მსგავსი იყო, თუმცა სურათის გადიდებისას ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად მკაფიოდ  ჩანს HUAWEI P20 Pro -ს გამოსახულებაზე დეტალები. ასეთივე არაჩვეულებრივი შედეგი გვიჩვენა P20 Pro-მ ბნელ ოთახში გადაღებისას. სპეციალისტების განმარტებით, HUAWEI P20 Pro-ს მიერ გადაღებულ ფოტოებში, დეტალები მკაფიოდ ჩანს ნებისმიერ განათებაშიც კი, ამ შეფასების მიხედვით, HUAWEI P20 Pro ამ კატეგორიაშიც უდავო გამარჯვებულია.

დამატებითი ფუნქციები - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ფოტოების გადაღებისას არის ღამის რეჟიმი. ეს ფუნქცია HUAWEI P20 Pro -ს შემთხვევაში ძალიან დახვეწილია. HUAWEI P20 Pro -მ ყველა განხილული სმარტფონის მონაცემს აჯობა და შესაბამისად აღნიშნულ კატეგორიაშიც HUWEI P20 Pro-მ გაიმარჯვა.

საბოლოო მონაცემებით,  საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონის წოდება HUAWEI P20 Pro -მ მიიღო.

HUAWEi-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, სმარტფონების ბაზარზე კომპანია მესამე ადგილზეა. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს.  HUAWEI Consumer BG არის ჰუავეის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები