0 4 : 4 8
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სოციალური მეწარმეობის კონკურსს დააფინანსებს

10 აგვისტო, 2018- მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რიგით მე-5-ე, სოციალური მეწარმეობის კონკურსის დაწყების შესახებ განაცხადა. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნის ან განვითარების დაფინანსებას. სოციალური საწარმოების მიზანი კი სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარება,  მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და  შშმ პირთა დასაქმებაა.   კონკურსის ფარგლებში  დაფინანსდება სოციალური საწარმოს პროექტი, რომელიც მიმართული იქნება სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებისკენ. ამასთან, სოციალური საწარმოს იდეას, დაფინანსების შემდგომ დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და არ ატარებდეს ერთჯერად ხასიათს. აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სწორედ სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას მოხმარდება.

 

აღსანიშნავია, რომ  2016 წლიდან 2018 წლამდე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საქართველოს ბანკის  მხარდაჭერით საერთო ჯამში 400 000 ლარით  10 სოციალური საწარმოს პროექტი დაფინანსდა.  კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა და დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება, სოციალური საწარმოები მთელს საქართველოს მოიცავს, მათ შორის არის: ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.

 

კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ მცირე 2 ადამიანისგან შემდგარ გუნდს, რომლის წევრთა ასაკი აღემატება 18 წელს.  თითოეულ პროექტზე გასაცემი დაფინანსების  ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს. საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი  ჟიური შეარჩევს.  საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2018 წლის 10 აგვისტოს და დასრულდება  2018 წლის 10 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე. პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ  ვებგვერდზე: www.tree.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:56

    თიბისი სტატუსმა თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხა...

    თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის...

  • 10:54

    კატეგორიებში ფერი დაგარჩევადობა HUAWEI P20 Pro ლიდ...

    დღეს, სმარტფონი, თითქმის ყველას აქვს. ბევრმა, არც კი იცის კუთვნილი მობილური ტელეფონის შესაძლებლობები. თავის მხრივ კი, მწარმოებლები, ცდილობენ, რაც შეიძლება მძლავრი მონაცემების მქონე მობილური შექმნ...

  • 14:03

    თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მი...

    თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა...

  • 13:07

    ავერსის სააფთიაქო ქსელში დიაბეტის სამკურნალო საშუ...

    2018 წლის 13 აგვისტოდან ხორციელდება სოციალური პროექტი, რომელიც გულისხმობს რომ მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებული პირები, მათთვის საჭირო და აუცილებელ 5 დასახელების მედიკამენტს შეიძენენ ბევრად იაფად ავერსი...

  • 10:50

    PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა...

    13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მთელს მოსახლეობაზე აისახება.  მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუა...

  • 12:07

    ლუდის 10 სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისთვის...

    საზაფხულო სეზონი მართალია სადაც არის მიიწურება, თუმცა გასაგრილებლად ლუდი ჯერ კიდევ აქტუალური სასმელია. როგორც ლუდის მოყვარულები ამბობენ, ლუდი ერთ-ერთი საუკეთსოა, რომელსაც ცხელ ზაფხულში ორგანიზმის გაგრ...

  • 10:50

    მესტია „არტარეა ფესტივალის“ ფარგლებში მიხეილ კალატ...

    „არტარეა ფესტივალი“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 11 აგვისტოს  მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის - „ჯიმ შვანთე“ (1930) მუს...