0 4 : 4 8
 | 

ბიზნესი

მესტია „არტარეა ფესტივალის“ ფარგლებში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის „ჯიმ შვანთე“ მუსიკალურ პრემიერას უმასპინძლებს

„არტარეა ფესტივალი“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 11 აგვისტოს  მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის - „ჯიმ შვანთე“ (1930) მუსიკალური პრემიერა შედგება. პროექტი ქართული კინოკლასიკისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზს წარმოადგენს, რომლის როგორც კომპოზიტორი, ასევე შემსრულებელი გოგი ძოძუაშვილია.

მესტიაში ფილმის ჩვენება კოშკების ფონზე, ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის თანხლებით შედგება. პარალელური ღონისძიების სახით სვანეთის მუზეუმში მიხეილ კალატოზიშვილის მულტიმედია გამოფენა გაიმართება.

„არტარეა ფესტივალმა“ სტარტი 23 ივნისს რუსთავში აიღო და 6 რეგიონში 6 სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ასევე ტრადიციული ხელოვნების  თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით გადააზრებას, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასა და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ ქართულ ხელოვნებას.

მომდევნო და ფინალური ღონისძიება 22 სექტემბერს თელავში ჩატარდება, სადაც ექსპერიმენტული მუსიკისა და ფოლკის ინტერაქცია სახელწოდებით - „სხვა კუთხით“ იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი.

პროექტი ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:56

    თიბისი სტატუსმა თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხა...

    თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის...

  • 10:54

    კატეგორიებში ფერი დაგარჩევადობა HUAWEI P20 Pro ლიდ...

    დღეს, სმარტფონი, თითქმის ყველას აქვს. ბევრმა, არც კი იცის კუთვნილი მობილური ტელეფონის შესაძლებლობები. თავის მხრივ კი, მწარმოებლები, ცდილობენ, რაც შეიძლება მძლავრი მონაცემების მქონე მობილური შექმნ...

  • 14:03

    თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მი...

    თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა...

  • 13:07

    ავერსის სააფთიაქო ქსელში დიაბეტის სამკურნალო საშუ...

    2018 წლის 13 აგვისტოდან ხორციელდება სოციალური პროექტი, რომელიც გულისხმობს რომ მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებული პირები, მათთვის საჭირო და აუცილებელ 5 დასახელების მედიკამენტს შეიძენენ ბევრად იაფად ავერსი...

  • 10:50

    PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა...

    13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მთელს მოსახლეობაზე აისახება.  მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუა...

  • 12:07

    ლუდის 10 სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისთვის...

    საზაფხულო სეზონი მართალია სადაც არის მიიწურება, თუმცა გასაგრილებლად ლუდი ჯერ კიდევ აქტუალური სასმელია. როგორც ლუდის მოყვარულები ამბობენ, ლუდი ერთ-ერთი საუკეთსოა, რომელსაც ცხელ ზაფხულში ორგანიზმის გაგრ...

  • 10:56

    საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგ...

    10 აგვისტო, 2018- მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რიგით მე-5-ე, სოციალური მეწარმეობის კონკურსის დაწყების შესახებ განაცხადა. კონკურ...