0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და "ავსტრიის განვითარების სააგენტოს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და "ავსტრიის განვითარების სააგენტოს”  შორის გაფორმდა ხელშეკრულება ბაკურიანში, გუდაურსა და თეთნულდზე საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების განთავსების შესახებ.

დაფებზე განთავსდება ვიზიტორებისთვის საჭირო ინფორმაცია ამინდის შესახებ, კურორტების მუშაობის განრიგზე, ზვავსაშიშ ადგილებსა და სხვა. პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდება და 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

"ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის დაწყება. პროექტის განხორციელება მხარეებს შორის გრძელვადიან პარტნიორობასა და თანამშრომლობას ჩაუყრის საფუძველს. ვიზიტორებს სჭირდებათ ამომწურავი ინფორმაცია. 

საინფორმაციო დაფები კი მათ სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, რაც ჩვენთვის უმთავრესია უსაფრთხოებისა ინფორმირებულობის თვალსაზრისით. კმაყოფილი მომხმარებელი მნიშვნელოვნად გაზრდის მთის კურორტების  სტატისტიკას, რომელიც ყველწლიურად მზარდია“, განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები