0 5 : 4 9
 | 

ბიზნესი

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

 „მტვერი ძალიან პატარა ნაწილაკებს შეიცავს და ადამიანის ორგანიზმში უფრო მარტივად ხვდება. შედეგებიც უფრო მძიმეა,“ - ნუგზარ ბუაჩიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების ორი წყარო გამოვლინდა - მშენებლობები და ავტოტრანსპორტი. რომელი უფრო მეტ ზიანს აყენებს გარემოს, ამის შესახებ ბუაჩიძემ დეტალურად ისაუბრა.

„დიდია ავტოტრანსპორტისა და მშენებლობების როლი ჰაერის დაბინძურებაში. მშენებლობა თბილისს ძირითადად მტვრით აბინძურებს, ასევე, ამდენი ახალი შენობა ხელს უშლის ქალაქის განიავებას. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამაბინძურებელი სწორედ ქარის მეშვეობით იფილტრება და ნაწილდება, სწორი განიავების შემთხვევაში. ასევე, მიზეზია მოუპირკეთებელი მიწის ზედაპირები. ქარის დროს, მტვერი წარმოიქმნება და ჰაერს უერთდება. ტოქსიკურია არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელებიდან წარმოქმნილი მტვერი. რაც შეეხება ავტოტრანსპორტს, მას დამაბინძურებლის როლი აქვს მხოლოდ იმიტომ ,რომ ძრავი აქვს ძველი და მიდის არასრული წვა,“ - აცხადებს ნუგზარ ბუაჩიძე.

მისი განმარტებით, აღნიშნულ კვლევაში შეადარეს ძველი და ახალი ავტომობილები, რომლებშიც ჩაასხეს ერთი და იგივე, მაღალი ხარისხის საწვავი, თუმცა ძველი ძრავის მქონე ავტომობილის შემთხვევაში, დაბინძურების დონე მაინც მაღალი აღმოჩნდა. ბუაჩიძე განმარტავს, რომ განსხვავებაა დიზელზე და ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს შორისაც.

„შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბენზინზე მომუშავე მანქანა უფრო მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე დიზელზე მომუშავე ავტომობილი. ეს არ არის ჩემი მოგონილი, შეგიძლიათ, გაეცნოთ შესაბამის ლიტერატურას. ბენზინი უფრო დაბალმოლეკულური ნივთიერებაა და მისი დაშლა უფრო ადვილია, ვიდრე დიზელის. შესაბამისად, ის უფრო მარტივად წარმოქმნის დაბინძურების პრობლემას,“ - განმარტავს „ეკოხედვის“ ექსპერტი.

გარემოს დამცველი აცხადებს, რომ კვლევის ფარგლებში მოხდა გმირთა მოედანზე პიკის საათში აღებული სინჯებისა და სამშენებლო ობიექტებზე აღებული სინჯების შედარებაც. შედეგად, გამოიკვეთა, რომ სამშენებლო ობიექტებზე დამაბინძურებლის უფრო მაღალი მაჩვენებელია.

„გარდა იმისა, რომ მშენებლობებში ხმარობენ ქვიშას, ცემენტს, რაც მტვრის წყაროა, ქვებსაც აპირკეთებენ. იქვე ყრიან მასალებს. შედეგად, გაიფრქვევა მტვერი, რომელიც ძალიან მცირე ზომის ნაწილაკებს შეიცავს და ადამიანის ორგანიზმში ადვილად შედის, შედეგიც უფრო მძიმეა. ამის მიხედვითაა დადგენილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგებიც. ეს ნაწილაკები ხვდება ფილტვებში, შემდეგ - სისხლში. თუ ამ მტვერში აღმოჩნდა მძიმე კანცეროგენული ლითონებიც, (ამის პასუხს ახლა ველოდებით), მაშინ დაბინძურების ხარისხი ერთიასად გაიზრდება. მტვერი ისედაც დამაბინძურებელია და ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე, მაგრამ თუ მასში კანცეროგენული მძიმე ლითონებია, უკვე სიმსივნურ დაავადებებთან გვაქვს საქმე,“ - განმარტავს ნუგზარ ბუაჩიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:11

    მტვერი და ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობა თბილისშ...

    ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვან როლს ავტოტრანსპორტის გარდა სხვა ფაქტორებიც თამაშობს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლები აცხადებენ. „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგ...

  • 12:07

    მარნეულში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხს...

    მარნეულში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის განახლებული აფთიაქი გაიხსნა. საზეიმო ლენტი მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ გაჭრეს. გახსნის ...

  • 10:56

    თიბისი სტატუსმა თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხა...

    თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის...

  • 10:54

    კატეგორიებში ფერი დაგარჩევადობა HUAWEI P20 Pro ლიდ...

    დღეს, სმარტფონი, თითქმის ყველას აქვს. ბევრმა, არც კი იცის კუთვნილი მობილური ტელეფონის შესაძლებლობები. თავის მხრივ კი, მწარმოებლები, ცდილობენ, რაც შეიძლება მძლავრი მონაცემების მქონე მობილური შექმნ...

  • 14:03

    თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მი...

    თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა...

  • 13:07

    ავერსის სააფთიაქო ქსელში დიაბეტის სამკურნალო საშუ...

    2018 წლის 13 აგვისტოდან ხორციელდება სოციალური პროექტი, რომელიც გულისხმობს რომ მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებული პირები, მათთვის საჭირო და აუცილებელ 5 დასახელების მედიკამენტს შეიძენენ ბევრად იაფად ავერსი...

  • 10:50

    PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა...

    13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მთელს მოსახლეობაზე აისახება.  მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუა...