თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუ...
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
|
ზაფხული გრძელი დღეების, თბილი ღამეების, ახალი აღმოჩენებისა და გულწრფელი ემოციების პერიოდია. ზაფხულში უფლება გვაქვს უკან მოვიტოვოთ ყველა საზრუნავი, თავით გადავეშვათ აქტიური დასვენების სამყაროში და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ცხოვრებისგან. სწორედ, ეს კონცეფცია აირჩია „ბორჯომმა“ საზაფხულო კომუნიკაციისთვის, რომელიც თავის მხრივ ქილის ახალ დიზაინს, ვებ რესურსს და სხვადასხვა აქტივობებს აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ „ბორჯომის“ საზაფხულო შეფუთვების ახალი სერია უკვე თაროებზეა.
„ბორჯომი“ - აქტიური ზაფხულის კონცეფციის პრეზენტაცია 15 ივლისს, თბილისის ზღვაზე იახტ კლუბში “La Cote” შედგება. პრეზენტაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება.
პროექტის აქტიური ზაფხულის ფარგლებში შეიქმნა ვებ-გვერდი www.active.borjomi.com ვებ - გვერდი საერთაშორისო და მრავალფუნქციურია, ამასთან რამდენიმე ენაზე ოპერირებს. აღნიშნულ რესურსზე ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინფორმაციას აქტიური გართობის შესახებ. გვერდზე განთავსებულია, როგორც გლობალური, ასევე, ლოკალური ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით. ვებ-რესურსის შექმნის მიზანია, აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილების და აქტივობების პოპულარიზაცია, როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში.
ცნობისათვის, აღნიშნული მიმართულების განვითარებაზე „ბორჯომის“ გუნდი რამდენიმე თვეა მუშაობს. ინფორმაცია საქართველოში არსებული საინტერესო ადგილმდებარეობის შესახებ და აღნიშნულ ადგილებში აქტიური დასვენების შესაძლებლობებზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დამუშავდა.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების პოპულარიზაციის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პროექტი „გაიცანი საქართველო“, რომლის დახმარებით, ჩვენს თანამოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს, ჯერ კიდევ, უცნობი და საინტერესო ადგილების შესახებ. მივესალმები კომპანია „ბორჯომის“ ახალ წამოწყებას, ჩვენ გვჭირდება მეტი ახალი შესაძლებლობა, რათა როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა ზაფხული ჩვენს ქვეყანაში საინტერესოდ გაატაროს,“- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
გართობის ისეთი პოპულარული და სასურველი საშუალებები, როგორიცაა, ველოსიპედი, სკუტერი, პიკნიკზე განტვირთვა, წყლის თხილამურები ან ნაოსნობა, ქმნიან „ბორჯომის“ სპეციალური, საზაფხულო სერიის ახალ დიზაინს. მომხმარებელი თავად შეძლებს შეარჩიოს
მისთვის საყვარელი გართობის ფორმა. „ბორჯომი“ კი, დამუხტავს მათ ვულკანური ენერგიით და მისცემს საშუალებას მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება.
„ზაფხული ხომ მხიარულებისა და საინტერესო თავგადასავლების დროა. დაისვენეთ ისე, როგორც არასდროს „ბორჯომთან“ ერთად,“ - გვთავაზობენ კომპანიაში.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრენდის განვითარებას. ამ ზაფხულს კი, თითოეული ჩვენგანი შეძლებს კიდევ უფრო მეტს „ბორჯომთან“ ერთად! გაიგეთ მეტი აქტიური დასვენების შესახებ ჩვენი ვებ რესურსიდან, აირჩიეთ გართობის ფორმა, საყვარელი წყლის შეფუთვა - სიტუაციების მიხედვით, დაიმუხტეთ ვულკანური ენერგიით და ისიამოვნეთ თითოეული წუთით!“- აცხადებს „ბორჯომის“ ბრენდმენეჯერი გვანცა ჩლაიძე.
„ბორჯომის“ სპეციალური სერია წარმოდგენილია შემდეგ ფორმატებში: ალუმინის ქილა 0.33ლ. PET ბოთლი სპეციალური შეფუთვით 0.5 და 1ლ. და ასევე 6 და 12 ბოთლიანი შეფუთვები - იმ კატეგორიის მომხმარებლებლისთვის, ვისაც უყვარს სახლში მარაგების გაკეთება.
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წ...
თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ...
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზ...
ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის,...
“თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონა...
მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წ...
კომენტარები