1 7 : 3 1
 | 

ბიზნესი

თიბისის შექმნილ პირველ ქართულ ჩათ ბოტს ახალი ფუნქციები დაემატა

თი ბოტი  მესენჯერ აპლიკაციაში თიბისის ჩატ ბოტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატების, ამინდის შესახებ) და TKT.GE-დან ბილეთების შეძენა.

 

ახლა თი ბოტს ინოვაციური ფუნქციები - ხმოვანი შეტყობინება და თი ტრანსფერი დაემატა:

თის ახალი შესაძლებლობის გამოყენებით მომხმარებელი ზემოთხსენებული აქტივობების შესრულებას უკვე ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნითაც შეძლებს. თი ბოტი იგებს ხმოვანი შეტყობინებით მიღებულ დავალებებს და შესაბამისად, რეაგირებს მასზე.

ბოტის ახალი ფუნქციის გამოყენებისთვის მომხმარებელმა თი ბოტთან ჩათში უნდა დააჭიროს მიკროფონის ნიშანს და ხმოვანი ბრძანების სახით თხოვოს თის სასურველი ოპერაციის შესრულება. მაგალითად “გადარიცხე გიორგისთან  5 ლარი”, „დღეს რა ამინდია თი“, „ნახე რამდენი მაქვს ბალანსი“ ანგარიშზე, მობილურზე მინდა ფულის ჩარიცხვა. თი ბოტს ესმის ეს ხმოვანი ბრძანებები და  პასუხებს წერილობით რეჟიმში აბრუნებს.

 

თი ტრანსფერის საშუალებით მომხმარებელი თანხის გადარიცხვას მეგობართან  საუბრის დროს მესენჯერის აპლიკაციიდან გაუსვლელად  შეძლებს.

გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა:

·         შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა;

·         დააჭიროთ „+“ ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან);

·         მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა;

·         დაადასტუროთ გადარიცხვა;

·         მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის საასუბროშივე მიიღებს.

·         „მიიღე თანხის“ დაჭერის შემდეგ კი თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე;

ტექნოლოგიური სიახლე თიბისის მულტიჩენელის განვითარების განყოფილების უფროსმა ზვიად წოწკოლაურმა  9 ივლისს ფაბრიკაში წარადგინა.თიბისის თი ბოტი პირველი ქართულად მოსაუბრე ჩეტ ბოტია და ის კომპანია Pulsar AI -სთან კოლაბორაციით შეიქმნა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:44

    PSP-ს ბრიტანული კონცეფციის ახალი აფთიაქი ვაშლიჯვარ...

    თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ვ.გოძიაშვილის N35-ში, PSP-ს ბრიტანული კონცეფციის განახლებული აფთიაქი გაიხსნა. PSP -ს ახალი კონცეფციის „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარე...

  • 15:41

    Commerzbank-მა თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირებაშ...

    თიბისი ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც ვაჭრობის ფინანსირების სფეროში გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისგან - Commerzbank ჯილდო მიიღო. აღიარება თიბისი ბანკს Commerzbank-მა აღნიშნულ სფერო...

  • 11:57

    “თეგეტა მოტორსი” აზერბაიჯანში გაფართოვებას განაგრძ...

    „თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა, სადაც წარმოდგენილია ავტონაწილების და აქსესუარების მაღაზია და სერვის ცენტრი. ამჟამად აზერბაიჯანში “თეგეტა მოტორსი” უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი ...

  • 15:21

    სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუ...

    „ჩერო - ქალაქში ახალი გმირები არიან“მორიგი სიახლე სს „ქართული ლუდის კომპანიისგან - “დღეიდან ბაზარზე ახალი საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ გამოჩნდება.კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ბავშვებში „ჩერო...

  • 12:17

    „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ - „სოკარმა“ კორპორა...

    „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ მედიის წარმომადგენლებს საქართველოში კომპანია „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა გააცნო. „სოკარის“ კორპორაციული სოც...

  • 14:22

    Accor ჯგუფი AXIS Towers -ში

    Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში სპეციალურად AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოებს გასაცნობად იმყოფ...

  • 10:31

    თიბისი ბანკის მხარდაჭერით ბათუმში საერთაშორისო სარ...

    2018 წლის 20-22 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ბათუმში მსოფლიოს სხვადას...