2 0 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Solva.ge - გამჭვირვალე და სანდო კომპანია, რომელიც სესხს ნებისმიერი მიზნობრიობით გთავაზობთ

თუ მოულოდნელად გამოუვალ, უხერხულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდით ან სულაც დაგეგმილად გჭირდებათ ფული, Solva საუკეთესო შესაძლებლობებს გთავაზობთ. 500-დან 3 000 ლარამდე თანხა 3-დან 12 თვემდე ვადით და თქვენზე მორგებული საპროცენტო განაკვეთით - სწორედ ასეთია კომპანიის პირობები, რომელიც თანხას ნებისმიერი მიზნობრიობით გთავაზობთ. სესხის აღებისას თქვენ არ გიწევთ მითითება, რისთვის გჭირდებათ ფული.

გამჭირვალობა - ეს სოლვას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ზოგადად, საქართველოში არსებული მანკიერი პრაქტიკის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მომხმარებლებისთვის ცხადი არაა ხოლმე, თუ საბოლოოდ რამდენის დაფარვა მოუწევთ. Solva.ge-ში კი დასაბრუნებელი თანხის გასაგებად შედიხართ ვებსაიტზე, უთითებთ სასურველ თანხას, მისი დაბრუნების ვადას და კალკულატორი, ავტომატურ რეჟიმში, გამოიანგარიშებს დასაბრუნებელი თანხის ზუსტს ოდენობას. ეფექტური საპროცენტი განაკვეთის მაქსიმუმი 100 %-ია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. თუმცა კონკრეტულ სესხზე პროცენტის დაანგარიშება კონკრეტული მსესხებლის მიერ მოთხოვნილი თანხიდა და სესხით სარგებლობის ვადის მიხედვით ხდება.

15 წუთი - ეს არის დრო, რომლის განმავლობაშიც თქვენ სესხის მიღებას შეძლებთ. 5 წუთი პირობების წასაკითხად და მონაცემების შესავსებად დაგჭირდებად. თქვენ მხოლოდ პირად ნომერს, მობილურის ნომერსა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს უთითებთ. თავად კომპანიას განაცხადის განსახილველად, ასევე, 5 წუთი სჭირდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, შემდეგ 5 წუთში სასურველი თანხა უვე მითითებული ანგარიშის ნომერზე ჩაირიცხება. რაც ყველაზე მთავარია, სესხის დამტკიცება და თანხის მიღება ხდება სახლიდან გაუსვლელად, ხელფასის ცნობის, ქონების გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.

მოსახერხებლობა კი კომპანიის კიდევ ერთი უპირატესობაა. მომხმარებელს პირველივე ჯერზე შეუძლია ისესხოს მაქსიმალური თანხა 3000 ლარი სასურველი ვადით (3-12 თვე).  პირველი სესხის მიღება ხდება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ხდება, ხოლო მომდევნო სესხი შეგიძლიათ, მოითხოვოთ როგორც საბანკო ანგარიშზე, ისე ელექტონულ საფულეზე, საქართველოს ფოსტის სალაროებში, საკრედიტო ბარათზე, UniPay-ს სალაროებსადა ელექტონულ საფულეზე. მრავალფეროვანია სესხის დაფარვის ვარიანტებიც. თქვენ შეგიძლიათ, თანხა დააბრუნოთ როგორც პირადი ანგარიშიდან გადარიცხვით, ისე ტერმინალებისა და ბანკების საშუალებით. სესხის მისაღებად განცხადების შევსება და თანხის მიღება კი ქვეყნის ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი.

Solva.ge-ში  სესხით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი დანიშნულებითა და მიზნობრიობით, იქნება ეს ავტო სესხი თუ სამომხმარებლო სესხი. თუმცა მიზნობრიობას განცხადების შევსებისას არ უთითებთ. შესაბამისად, მიღებულ თანხას თქვენ შეგიძლიათ მიზანიც კი შეუცვალოთ და თქვენი საჭიროებებისა და პრიორიტეტების მიხედვით დახარჯოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები