1 3 : 5 6
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის შესახებ კვლევა ჩაატარა

თიბისი კაპიტალმა კვლევის - „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ქვეყანაში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები. 

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი სწრაფად ვითარდება. კორპორაციულმა ბაზარმა განვითარება 2014 წელს დაიწყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა  ადგილობრივ კომერციულ ბანკებს ნება დართო გირაოს სახით ლარში წარედგინათ დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციები. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, 2017 წლის ბოლოს საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ობლიგაციების ჯამურმა რაოდენობამ  232 მილიონ ლარი შეადგინა -  მშპ-ს მხოლოდ 0,6%-ი, რაც შესადარის ქვეყნებთან მიმართებაში დაბალი მაჩვენებელია.   

ანგარიშში ასევე მიმოხილულია კორპორაციული ბაზრის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები საჯაროდ განთავსებული ობლიგაციებზე, კომპანიების გამჭვირვალეობის ზრდა საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნით, და ობლიგაციები ბაზრისთვის ხელისშემწყობი საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემო. 
კვლევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საპენსიო რეფორმას, რომლის შედეგად, თიბისი კაპიტალის კვლევის გუნდი ვარაუდობს, რომ  გრძელვადიანი ლარის რესურსი გაჩნდება და მოხდება ფონდის დაახლოებით 4%-ის განთავსება ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში. თიბისი კაპიტალის კვლევის გუნდის განცხადებით, შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი  1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს. 

„საქართველოს ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციები შედარებით ახალი პროდუქტია. ობლიგაციების პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა ცალსახად მეტყველებს ბაზრის გააქტიურებაზე. საქარველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი განვითარების სტადიაშია და ვთვლით, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია მიმართავს დაფინანსების ამ გზას და გადაწყვეტს მოახდინოს დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება. კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდისთვის ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი უკვე არსებობს. აღსანიშნავია საპენსიო რეფორმაც,რომელიც ეკონომიკაში გრძელვადიანი ლარის რესურსს გააჩენს და მნიშნველოვან როლს ითამაშებს ბაზრის დინამიურ განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, თიბისი კაპიტალის დირექტორმა. 

თიბისი კაპიტალმა კვლევის შედეგები დამსწრე  აუდიტორიას ბიზნესფორუმზე წარუდგინა, რომელსაც ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე  კორპორაციული საკრედიტო რეიტინგების შესახებ მოხსენებით წარგდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-იც. 

ფორუმის დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომლებშიც ჩართულები იყვნენ თიბისი კაპიტალის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საფონდო ბირჟის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის, სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-ის, იურიდიული ფირმა BLC Law Office-ისა და სს სილქნეტის წარმომადგენლები. 

თიბისი კაპიტალის სრული ანგარიში - „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში“ გამოქვეყნდება ბმულზე: www.tbcresearch.ge 

თიბისი კაპიტალის თიბისი ბანკის შვილობილი ლიცენზირებული საბროკერო კომპანია და 2017 წლიდან თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილია. თიბისი კაპიტალის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კორპორაციული ფინანსური და საკრედიტო სარეიტინგო საკონსულტაციო, საბროკერო და კვლევითი მომსახურება, ასევე სასესხო კაპიტალის ბაზრებზე ობლიგაციების ემისია. ამავდროულად, თიბისი კაპიტალი არის საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერი და თამაშობს აქტიურ როლს ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:26

    დააზღვიე და დასაჩუქრდი - თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვ...

    16 ივლისიდან თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და მიიღოს 50 და 100 ლიტრი საწვავი ვისოლის პ...

  • 21:21

    სფეისი ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემ...

    ორი თვის წინ ქართულ ყოველდღიურ საბანკო ბაზარზე პირველი სრულად ციფრული ბანკი, სფეისი გამოჩნდა - ბანკი ფილიალებისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურ ტელეფონში არსებობს აპლიკაც...

  • 18:43

    „ბორჯომი“ - აქტიური ზაფხულის გემო...

    ზაფხული გრძელი დღეების, თბილი ღამეების, ახალი აღმოჩენებისა და გულწრფელი ემოციების პერიოდია. ზაფხულში  უფლება გვაქვს უკან მოვიტოვოთ ყველა საზრუნავი, თავით გადავეშვათ აქტიური დასვენების სამყაროში დ...

  • 16:30

    ონლაინ სესხები 1000 ლარამდე - შე...

    დღეს ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ბევრი მარტივი გზა არსებობს. შეგიძლიათ ონლაინ სესხები 1000 ლარამდე მიიღოთ და ზაფხულის ცხელ დღეებში კომფორტული დასვენება მოიწყოთ. თანხას იღებთ დღეს და აბ...

  • 16:11

    m2-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველ...

    13 ივლისი, 2018 წელი - საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო და ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნა. მათი შექმნა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსა. სამკითხველოში წარმოდგენილი...

  • 12:29

    თიბისი ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა ...

    ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EuroMoney თიბისი ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ჯილდო თიბისი ბანკმა ბაზარზე წამყვანი პოზიციისთვის, უმაღლესი სტანდარტებისა და გამორჩეული ფინ...

  • 11:00

    HUAWEI P20 Lite - დახვეწილი დიზაინის ახალი კოლექ...

    მობილური ტელეფონების ტოპ მწარმოებლები აგრძელებენ პირველობისთვის ბრძოლას და მომხმარებელს ახალ უნიკალურ სმარტფონებს სთავაზობენ, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო ...