0 2 : 0 7
 | 

ბიზნესი

მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის ParaShoot გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კინოთეატრ “ამირანში” სოციალურ თემებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის, ParaShoot გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მარათონი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობითა და თიბისის მხარდაჭერით ჩაატარა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს  სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების აღმოჩენას.

ParaShoot-ში მონაწილეობას იღებდა მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდიუსერებისგან შემდგარი 20 გუნდი. მათ 72 საათის განმავლობაში დაგეგმეს, გადაიღეს და დაამონტაჟეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები სოციალურ თემებზე, რომლებიც პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი.

დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება - ეს თემები მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შესთავაზა, ეკოლოგიის თემა - თიბისიმ.

ექსპერტთა გუნდმა გამარჯვებული ფილმები ორ კატეგორიაში შეარჩია: პროფესიონალები და მოყვარულები. პროფესიონალების კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა KC, ფილმით - “Definitions”, რომელიც დისკრიმინაციის თემაზეა გადაღებული. მოყვარულების კატეგორიაში საუკეთესოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები თემაზე გადაღებული ფილმი „როქი“ დასახელდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით, რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა.

საკუთარი რჩეული ფილმი გამოავლინა თიბისიმაც. გუნდი - Ecofilms ეკოლოგიის თემაზე გადაღებული ფილმისთვის ბანკმა სპეციალური პრიზით,  ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:25

    გართობის 20 წლიანი გამოცდილება - adjarabet.com...

    უკვე 20 წელია adjarabet.com საქართველოში ონლაინ გართობის ეპიცენტრია. რეგიონში ონლაინ გართობის ყველაზე ინოვაციური პროდუქტები პირველმა აჭარაბეთმა შემოგვთავაზა და  კომპანია დღემდე სიახლეებთან ასოცი...

  • 13:46

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრ...

    17 ოქტომბერი, 2018- მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური წლიური შეხვედრა გაიმართა....

  • 13:45

    პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში "...

    ბორჯომში ტყის აღდგენის პროცესი გრძელდება. 13 ოქტომბერს, საშემოდგომო რგვები პლატოს ტერიტორიაზე განხორციელდა. მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ინიციატივით, პლატოს  ტერიტორიაზე 1850 ნერგი დაირგო. ...

  • 16:08

    თიბისი ბანკმა აბაშაში ფერმერებისათვის აგროფორუმი ჩ...

    რეგიონებში თიბისი ბანკის აგროფორუმები გრძელდება. რიგით მეშვიდე აგროფორუმმა თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გორის, მარნეულისა და ახალციხის შემდეგ ფერმერებს აბაშაში უმასპინძლა. წინა ფორუმების მსგავ...

  • 16:04

    SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გა...

    თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი 18 - დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2019 წლის გაზაფხული - ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებ...

  • 15:56

    დუდუ დადიანის წლევანდელი მემორიალი 16 ოქტომბერს და...

    16 ოქტომბერს საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება. ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსონვის ტურნირი 2002 წლიდან იმართება და წლეულს ის ...

  • 14:42

    „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. აქ წარმ...

    ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს დელეგაციას,  ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულ...