0 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სტარტაპ კვირეულის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

„სტარტაპ კვირეული“, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. ეს იყო პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  შედგა. 

„სტარტაპ“ კვირეულმა შეიქმნა სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეებმა ერთმანეთს გააცნეს თავიანთ საქმიანობა და დაამყარესსაქმიანი კავშირები. 5 დღის განმავლობაში სტარტაპერები გაეცნენ ყველა შესაძლებლობას, რასაც მათ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე. დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიონალი უცხოელი მენტორებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები მიეღოთ. 

„სტარტაპ კვირეული“  შედეგზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც  რეგულარულ სახეს მიიღებს დაწელიწადში ორჯერ ჩატარდება. პროექტი თბილისის შემდეგ  უკვე ზუგდიდში გადაინაცვლებს, სადაც ანალოგიური ღონისძება 26-29 ივნისს გაიმართება. 

„სტარტაპ კვირეულის“ შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.startupweek.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები