2 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საბჭოთა იმპერიალიზმის სიმბოლო თავისუფლების მონუმენტად გადაიქცევა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თავზე ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინა საქართველოს თავისუფლების და მშვიდობის სიმბოლოდ  გადაიქცევა - თიბისი შენობის მოხატვას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის დეტალებით იწყებს.

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ეგრედწოდებული „ზაკვოს“ შენობა ცენტრალური და სამხრეთ კავკასიის საბჭოთა ძალების მთავარი სამხედრო შტაბი იყო, 1993 წლიდან კი - რუსული სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში გადავიდა. ახლა ეს შენობა ცარიელია, თუმცა მისი სახელი დღემდე მაინც თავისუფლებადაკარგულ საქართველოს უკავშირდება.

სახელმწიფო გერბი, რომლის ფრაგმენტებითაც „ზაკვო“ მოიხატება, 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით შექმნა მხატვარმა იოსებ შარლემანმა, რომელმაც გაიმარჯვა ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებულ „ქართველოს სახელმწიფო ღერბის“ შექმნის კონკურსში.

შარლემანის „თეთრი გიორგი“, ერთი მხრივ წმინდა გიორგის ჰგავს, თუმცა მეორე მხრივ, არ აქვს შარავანდენი და არც გველეშაპს კლავს. მზის, მთვარის და ვარსკვლავების შუქით განათებულ მხედარს შუბი წინ, ჰორიზონტალურად აქვს მიმართული, რაც უკვე მოპოვებულ გამარჯვებას და მის თანმდევ მშვიდობას გამოხატავს. მხედარი არავის კლავს, ის დაუღალავად მიდის წინ.

„ცხენზე კოხტად შემომჯდარი და ცის სივრცეში თავისუფლად, მარდად მფრინავი,“ - ასე აღწერს მხედარს ნოე ჟორდანია.

გერბის შექმნიდან 100 წლის თავზე  ყოფილი საბჭოთა შტაბის ფასადი სწორედ ამ გამარჯვების სიმბოლოს დეტალებით სრულად დაიფარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები