1 8 : 4 3
 | 

ბიზნესი

SOLO და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე წარმოგიდგენთ ლეგენდარული ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი, პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი სერ ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისს ეწვევა და ორი დღის განმავლობაში, 30 ივნისსა და  და 1-ელ ივლისს კონცერტებს გამართავს.

2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი კონცერტი არტისტმა წელს, ზაფხულში გადმოიტანა.შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას  შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე; 17 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 1 ივლისის კონცერტზე.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი Wonderful Crazy Night “-ის პროგრამით საქართველოს პირველად ეწვევა. ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან - „Wonderful Crazy Night“.

დაგეგმილი კონცერტის ბილეთები  გაყიდვაშია და მისი შეძენა მსურველებს TKT.GE-  სა და SOLO ლაუნჯში შეუძლიათ. ექსკლუზიურად SOLO მომხმარებელებისთვის ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO -  ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.

რიგით, 33-ე ალბომი, „Wonderful Crazy Night“, მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა. ალბომში შესულმა ჰიტებმა ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა.

24 იანვარს, ლეგენდარულმა ბრიტანელმა მომღერალმა მსოფლიო მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე მუსიკოსმა ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ და განაცხადა, რომ 2018 წლის შემოდგომაზე იწყებს ბოლო მსოფლიო ტურნეს, სახელწოდებით - Elton Farewell Tour. ტურნე  სამი წლის განმავლობაში, 2021 წლამდე გაგრძელდება. მანამდე, კი  2018 წლის ზაფხულში ლეგენდარული მუსიკოსი საქართველოს ეწვევა და ორ კონცერტს გამართავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოა სწორედ ის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ელტონ ჯონი 2018 წელს კონცერტებს გამართავს.

 

250 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული 4 000-ზე მეტი წარმოდგენა - 50 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ლეგენდარულ ელტონ ჯონს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ოსკარი, ოქროს გლობუსი, 6 გრემისა და 4 ბრიტანული მუსიკის ჯილდო და სხვა. ლეგენდარულმა მომღერალმა მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა, როგორც სასცენო წარმოდგენებისთვის, ასევე ცნობილი ფილმებისთვის - The Lion King, Elton John and Tim Rice’s Aida და სხვა.

1996 წელს, ელტონ ჯონს მუსიკალურ ინდუსტრიასა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის კომანდორისა და რაინდის წოდება მიენიჭა. 

1980-იანი წლებიდან, ელტონ ჯონი აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ კამპანიაში.  1992 წელს, მან  „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდიც“ დააარსა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:

www.SOLO.ge;

http://facebook.com/www.SOLO.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:48

    კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიება...

    23 ივნისს, 18:00 საათზე ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას სახელწ...

  • 16:44

    თიბისი ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარები...

    თიბისი ბანკმა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB ) ხელი მოაწერეს 120 მლნ ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. მოზიდული ფინანსური რესურსი მთლიანად მოხმარდება თიბისი ბანკის მიერ მც...

  • 11:53

    საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეო...

    22 ივნისი, 2018- საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანი“ მსხვილ საინვესტიციო აგრო პროექტს განახორციელებს.  კომპანიამ საქართველოს ბანკის მეშვეობი...

  • 11:46

    10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის...

    წარმოგიდგენთ 10 მიზეზს თუ რატომ არის ლუდი ზომიერად მოხმარების შემთხვევაში სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  ეს სტატია არ არის სმისკენ მოწოდება, განსაკუთრებით იმ შემთ...

  • 12:05

    „აქსისპალასი საირმეზე“ 15% ფასდაკლებით მხოლოდ 31 ი...

    კომპანია აქსისი მომხმარებელს ერთიანი გადახდის შემთხვევაში უნიკალურ ფასდაკლებას სთავაზობს. ბინები „აქსისპალასი საირმეზე“ 15% ფასდაკლებით მხოლოდ 31 ივლისამდე გაიყიდება.საირმის ქუჩა N51-ში მდებარე „აქსიპ...

  • 10:52

    ნატახტარის ლიმონათი - გემო ნებისმიერი მომენტისთვის...

    „ჩვენ გვჯერა, რომ დასვენებისთვის, გართობისთვის და სილაღისთვის არ არის საჭირო განსაკუთრებული მიზეზი. ამ განწყობით შეიქმნა „ნატახტარის ლიმონათის“ ახალი რგოლი, ჩვენი ლიმონათი ხომ ნებისმიერ მომენტს უხდება...

  • 18:27

    კალაძემ „აქსისს“ წითელი ბაღის რეაბილიტაციაში მონაწ...

    დეველოპერული კომპანია აქსისი ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის (წითელი ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოებში თავის წვლილს შეიტანს. ამის თაობაზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა...