1 5 : 5 1
 | 

ბიზნესი

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდა

თბილისის პირველი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ჩატარდა. ოთხ დღიანმა გამოფენა-გაყიდვამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტი გალერეა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელი ხელოვანი გააერთიანა.

ბაზრობის მონაწილეები სპეციალურად მოწვეული ექსპერტების ჯგუფმა შეარჩია. TAF-ის საბჭო ისეთი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული, როგორებიც არიან: რიტა იანსენი - ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (Bozar) მრჩეველი ახლო აღმოსავლეთში კულტურის საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ბ. ილინი - გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების შემქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.

Tbilisi Art Fair-ის საგამოფენო სივრცე ორ ძირითად ნაწილად იყო გაყოფილი. მთავარმა დარბაზმა ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეებს უმასპინძლა, ხოლო ‘სახელოსნოს’ სპეციფიკურმა ფორმატმა - The Hive თიბისი სტატუსის პარტნიორობით დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს ნამუშევრების გამოფენის საშულება მისცა.

გალერეების სექციაში თიბისი არტ გალერეამ გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენა წარმოადგინა. საგამოფენო სივრცეში კაპას 11 ნამუშევარი სერიიდან „მოგზაურობა საქართველოში, 1947“ და თიკანაძის 50-იანი წლების საქართველოს ამსახველი 25 ნამუშევარი იყო გამოფენილი.

ბაზრობის ფარგლებში გამოფენების გარდა ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები და ასევე, პარალელური ღონისძიებები ჩატარდა.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას ყოველწლიური სახე მიეცემა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.
TAF-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbilisiartfair.art

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:46

    თიბისი ლიზინგი 15 წლისაა...

    თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია თიბისი ლიზინგი დღეს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანია რომლის ჯამური პორტფელიც დღეს უკვე 235 მლნ ლარამდეა და ბაზრის 70%-ზე მეტი წილი უკავია, ერთ ერთი პირველი იყ...

  • 13:57

    რა განაპირობებს HUAWEI Mate 20 სერიის უპირობო ლიდე...

    როდესაც HUAWEI -მ გაყიდვებით Apple-ს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, ეს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ყოველშემთხვევაში ამას ხაზს უსვამდნენ ექსპერტები. თუმცა ახლა, განსაკუთრებით კი,  ახალი Ma...

  • 11:34

    ჩაერთე RC COLA-ს გრანდიოზულ საახალწლო გათამაშებაში...

    RC COLA-მ ყველას დაასწრო და გრანდიოზული საახალწლო გათამაშება დაიწყო. გინდა მოიგო ყურსასმენი, ჰოვერი, ტელევიზორი, ველოსიპედი, მობილური ან სუპერ პრიზი - ბინა?  - მაშინ შეუერთდი RC COLA-ს გათამ...

  • 13:01

    HUAWEI მესამე კვარტალშიც კვლავ უსწრებს Apple-ს გაყ...

    წამყვანი ანალიტიკური ფირმების - IDC, IHS Markit და Counterpoint-ის მონაცემებით,  HUAWEI კვლავ უსწრებს Apple-ს გაყიდული სმარტფონების რაოდენობით და რჩება გაყიდვებით მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდ კომპ...

  • 11:08

    18 ნოემბერს ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე კულტურული მო...

    ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე კომპლექსური მკურნალობის ნაყენი „ქავთასი“-ს ავტორია იგი მკურნალობს ავადმყოფებს თავისი საავტორო ნაყენით, რომელიც თავდაპირველად ღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალოდ იყო შექმნილი, მაგ...

  • 16:16

    საქართველოს ბანკის BOG Fintech-ის მხარდაჭერით მონა...

    საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi იმართება. ფესტივალი განკუთვნილია იმ ადამიანებისთ...

  • 16:09

    „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდის...

    „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, მზარდი გ...