ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების...
ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში...
|
15 მაისი, 2018 - საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის და „Check in Georgia“-ს წარმატებული პარტნიორობა წელსაც გრძელდება. „საქართველოს ბანკი“ კვლავ „Check in Georgia“-ს გენერალური სპონსორია.
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. წელს „Check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
2018 წლის სეზონის გახსნაზე ენიო მორიკონე, რომელსაც 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო, რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგება. ცნობილი კომპოზიტორი შეკვეთილში მდებარე არენის სცენაზე კონცერტს საკუთარი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართავს.
ლეგენდარულმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკალური ნაწარმოებები 500 სხვადასხვა ფილმისთვის და თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. სწორედ „საძულველი რვიანისთვის“ შექმნილი მუსიკისთვის ენიო მორიკონემ პირველი „ოსკარი“ დაიმსახურა. ის სხვა არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელიც გახლავთ.
„საქართველოს ბანკისა“ და „Check in Georgia“-ს პარტნიორობის ფარგლებში, ენიო მორიკონეს გარდა, საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავი არენის სცენას, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი თუ ჯგუფი დაიკავებს, მათ შორის შედგება ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მუსიკალური კოლაბორაციებიც, როგორც დიდი სიურპრიზი არენის სტუმრებისთვის.
„ბლექ სი არენას“ წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება:
19 მაისი, სეზონის გრანდიოზული გახსნა – Ennio Morricone რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად; იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი ფრენა და თბილისიდან მატარებლის სპეციალური რეისიც დაინიშნა. ლეგენდარული კონპოზიტორის კონცერტის ბილეთების მცირე რაოდენობა ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი. მსურველებს მათი შეძენა შეუძლიათ ვებგვედზე: TKT.GE.
7 ივლისი – ვახტანგ და ჯანო კახიძეების მუსიკალური საღამო;
28 ივლისი – ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო, სპეციალური სტუმარი, „გრემის“ მფლობელი ბრწყინვალე ამერიკელი მესაყვირე, Chris Botti;
4 აგვისტო – ცნობილი პიანისტის, გიორგი მიქაძის პროექტი „VOISA“;
11 აგვისტო – ანსამბლ „შვიდკაცას“ და ამერიკული ვოკალური ჯგუფის, 8 „გრემის“ მფლობელი Take Six–ის ერთობლივი კონცერტი;
16 აგვისტო – ჯგუფ „სახის“ და Poetry ‘N’ Motion–ის ერთობლივი კონცერტი;
21 აგვისტო – ნინო ქათამაძის სოლოკონცერტი;
28 აგვისტო – ცნობილი ქართული მიუზიკლი, „ჩხიკვთა ქორწილი“;
23 სექტემბერი - 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი.
შეგახსენებთ, რომ „ბლექ სი არენაზე“ 30 ივნისსა და 1–ელ ივლისს ასევე დაგეგმილია ბრიტანელი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები, რომლებსაც SOLO წარმოგიდგენთ.
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, „Check in Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ მაყურებელს საინტერესო და ცხელ ზაფხულს ჰპირდება.
მასშტაბური კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერით „საქართველოს ბანკი“ ხელს უწყობს, წარმატებით განხორციელდეს პროექტი „Check In Georgia“, რომლის მიზანია, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა”, თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლე...
ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც 2 თვის წინ შედგა. დღეს კი ახალი მოდელი საქართველოშია და ქართველ მომხმარებელს მისი შეძენა...
ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ავტომობილი სრულად გამართული იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვა...
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურ...
ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა&...
კომენტარები