0 5 : 0 8
 | 

ბიზნესი

„მაიქროსოფთი“ ინდივიდებისგან შემდგარი ოჯახია, რომელსაც ერთი საერთო მისია აერთიანებს“

„მაიქროსოფთმა“ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება „აღმოაჩინე ციფრული ტრანსფორმაციის სამყარო“  გამართა. ციფრული ევოლუციის ფორუმში მონაწილეობა  ბიზნესის ლიდერებმა და IT განყოფილების წარმომადგენლებმა  კომპანია „მაიქროსოფთის“ მოწვევით მიიღეს.  შეხვედრები, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა  ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, სოციალური ქსელების მართვის ინოვაციური გადაწყვეტილებები, ვირტუალური ჩატბოქსები და სხვა.

თუ რა ცვლილებებია მსოფლიოში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით  საცალო ვაჭრობაში და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს? როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე ციფრული საცალო გამოცდილება,  გვესაუბრება, კომპანია „მაიქროსოფთის“ მარკეტინგისა და ოპერაციების წამყვანი სპეციალისტი ევროპის რეგიონში, მაშა მელკოვა:  

-                      ზოგადად,  ყიდვის პროცესი მსოფლიოში სწრაფად იცვლება, მათ შორის, საცალო ვაჭრობის როლიც სამუდამოდ შეიცვალა. ციფრულმა ტექნოლოგიამ სრულიად შეცვალა  ტრადიციული, საცალო ვაჭრობის დამკვიდრებული ბიზნეს მოდელი. წარსულში ერთი არხი სრულიად საკმარისი იყო, რათა სტიმული მიეცათ გაყიდვებისთვის, უმეტესობა  ონლაინ შეთავაზებებში ინვესტირებას ირჩევდა. თუმცა დღეს, საცალო გამყიდველებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ წარმატების მისაღწევად, კერძოდ,  საცალო გამყიდველებმა განსხვავებული და ინდივიდუალური გამოცდილება უნდა შექმნან.

 

ნივთის შეძენა იზოლირებული პროცესი არ არის, ეს შოპინგის ინტეგრირებული გამოცდილების ნაწილია, რომელიც მოიცავს ონლაინ მაღაზიებს, სოციალურ მედიას, ფიზიკურ მაღაზიებსა და სხვას. ონლაინ და ოფლაინ შოპინგის ზღვარი ნელ-ნელა ბუნდოვანდება. მაგალითისთვის, სოციალური მედია გავლენას ახდენს მაღაზიის შენაძენის 33%-ზე.  ამ კომპეტენტურ ბაზარზე  გაყიდვებისა და მომხმარებლების ერთგულების მოსაპოვებლად, საცალო გამყიდველებმა განსხვავებული და ინდივიდუალური გამოცდილება უნდა შექმნან.

 

-                      ნებისმიერი ბიზნესის განვითარებაში ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორ იზიდავთ თანამშრომლებს?

-                      ნებისმიერი ზომის ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დგას ახალი  ამოცანების წინაშე, როგორიცაა  თანამშრომლების გაძლიერება, კლიენტების მოზიდვა, ოპერაციების ოპტიმიზაცია, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და  პროდუქციის ტრანსფორმაციას. აღნიშნული პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ადამიანია, ამ შემთხვევაში თანამშრომლის მოზიდვის გარეშე შეუძლებელია მიაღწიო ბიზნესის მდგრად განვითარებას.

 

„მაიქროსოფთში“,  ჩვენ ინდივიდებისგან შემდგარი ოჯახი ვართ, რომელსაც ერთი საერთო მისია აერთიანებს. ეს ჩვენი შესაძლებლობაა, ვიმუშაოთ ერთად, რაც ჩვენს ოცნებებს დამაჯერებელს და საბოლოოდ მიღწევადს გახდის. ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან იდეებს და მოვერგებით არსებულ მოთხოვნებს, რათა ჩვენს კლიენტებს  მივაწოდოთ საუკეთესო პროდუქტები.  ჩვენ ვამაყობთ, რომ „მაიქროსოფთის“ გუნდის წევრები ვართ.

 

თუ ჩვენ დასახულ ამოცანებს შევასრულებთ, მივაღწევთ ჩვენს მისიას. ჩვენ ყოველდღიურად  ვართ მოტივირებულნი, რათა ბიძგი მივცეთ სხვებსაც,  უფრო მეტი გააკეთონ და მეტს მიაღწიონ ჩვენი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დახმარებით.

 

-                      სამუშაო ძალა უფრო და უფრო მობილური ხდება. ამას რით პასუხობთ?

-                      პირველად კაცობრიობის ისტორიაში, შრომის რესურსის მხრივ ხუთი თაობა გვაქვს. ეს კოლოსალური ნაირსახეობიდან ითარგმნება დასაქმებულის მოლოდინებზე, შეღავათებზე, ტექნოლოგიურ ჩვევებზე და სამუშაოს მიმართ დამოკიდებულებაზე. შრომის რესურსი ბევრად უფრო მოძრავია, ადამიანები უფრო ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილებს, ხოლო ხანდაზმული თანამშრომლები პენსიაზე გადიან. ეს ქმნის ცოდნის შენარჩუნებისა და მართვის მნიშვნელოვან პრობლემას. ამავდროულად, ინფორმაციის ნაკადი უფრო ღიაა, ვიდრე ოდესმე და გამჭვირვალობის საჭიროება ყოველთვის მაღალია. უმცროსი თანამშრომლები, ციფრული გაგებით "ღიად" მუშაობას არიან მიჩვეულნი. თანამშრომლების რაოდენობა ახლა ორჯერ მეტია, ვიდრე 5 წლის წინ იყო. თანამშრომლები თავიანთი დროის ნაწილს ერთობლივ მუშაობაზე - შეხვედრებზე, სატელეფონო ზარებზე ან ელ-ფოსტით პასუხის გაცემაზე ხარჯავენ - ეს დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და თანამშრომლების დროის 80%-ს ან უფრო მეტს იკავებს.

 

გარდა ამისა, გეოგრაფიული საზღვრები აღარ წარმოადგენს ბარიერს პირთან დასაკავშირებლად, რომელსაც ყველაზე შესაფერისი კვალიფიკაცია აქვს პრობლემასთან დაკავშირებით და ალბათობა იმისა, რომ ასეთი ექსპერტი ხელმისაწვდომია, ზრდას აგრძელებს. ტექნოლოგიების მიწოდების მხრივ იმ მასშტაბების გამო, რომელიც კომპანიას მთელს მსოფლიოში გააჩნია, „მაიქროსოფთი“ უნიკალურ პოზიციას ფლობს, დაეხმაროს კომპანიებს თანამშრომლების განვითარებაში, ბიზნესის ზრდასა და ინოვაციაში.

 

-                      როგორ გაზომავდით ციფრულ წარმატებას მარკეტინგში? როგორია იგი და რა არის KPI?

-                      მიუხედავად იმისა, რომ ციფრული მარკეტინგის საქმიანობაში ინვესტიციები გლობალური მასშტაბებით განაგრძობს ზრდას, ანალიტიკა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რეალური KPI არის შესაბამისობა კამპანიის მიზნებსა და თავად კამპანიას შორის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თარგეტირებაზე, დაგეგმილი ბრუნვის პროცესების გლუვი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე ციფრული ხელსაწყოების სწორად გამოყენებით. როგორც მარკეტინგი ხდება უფრო სწრაფი, ანალიტიკოსებიც მსგავსად უნდა მოიქცნენ. სამომავლოდ,  პროგნოზირებადი ანალიტიკოსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის განვითარებაში. სწორი ანალიტიკა კი, KPI-ის მიწოდების მთავარი გასაღები იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები