1 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აქსისის ახალ პროექტში - აქსისპალასი საირმეზე შიდა უპროცენტო განვადება დაიწყო

დეველოპერული კომპანია აქსისი ბაზარზე ინოვაციებითა და სიახლეებით გამოირჩევა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაითვალისწინოს მომხმარებლის მოთხოვნები და  სწორედ ამიტომ შეიმუშავა გადახდის დამატებითი პირობა, რომელიც ბინის შეძენას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ვისაც სურს შეიძინოს ბინა აქსისის ახალ პროექტში - აქსისპალასი საირმეზე, კომპანია სთავაზობს შიდა უპროცენტო განვადებას, თანაბრად გადანაწილებული ყოველთვიური შენატანით 2019 წლის ნოემბრამდე.

22 თვემდე  განვადება მომავალ მობინადრეებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ მათთვის სასურველი ბინა.განვადების ხანგრძლივობა  დამოკიდებულია  ბინის შეძენის თარიღზე.  თუ ბინის შეძენას თებერვალში გადაწყვეტთ, ბინის ღირებულება თანაბრად გადანაწილდება იმ თვეების რაოდენობაზე, რაც დარჩენილია 2019 წლის ნოემბრამდე ანუ 22 თვეზე, მარტში შეძენისას - 21 თვეზე და ა.შ.

გარდა ამ ახალი შეთავაზებისა, მომავალ მობინადრეებს ისევ შეუძლიათ ისარგებლონ:

.  გადახდის პირობით 20/80 - ბინის შეძენისას მყიდველი იხდის ბინის ღირებულების მხოლოდ 20%-ს,   დარჩენილ 80%-ს კი - ბინაში სარემონტო სამუშაოების დაწყებისას
.  ერთიანი გადახდის შემთხვევაში 15 %-იანი ფასდაკლებით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები