1 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

7 მარტს მსოფლიოში აღიარებული არტისტის, R&B-ს, ფანკის, სოულისა და გოსპელის შემსრულებლის − Jocelyn Brown-ის კონცერტი გაიმართება

SOLO და კომპანია „გაერთე ივენთსი“, „m|group“-ის მხარდაჭერით -  7 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) წარმოგიდგენთ - Jocelyn Brown-ის კონცერტს.  არტისტი მსოფლიოში აღიარებული, R&B-ს, ფანკის, სოულის და გოსპელის შემსრულებელია. Jocelyn Brown-ი პირველად ეწვევა საქართველოს და ქართველი მელომანების წინაშე წარსდგება, კონცერტზე მისი შემოქმედებიდან ყველასათვის ცნობილი ჰიტები გაიჟღერებს. 

კონცერტის ბილეთების შეძენა 16-21 თებერვლის ჩათვლით, შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე − www.tkt.ge, თავდაპირველად ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ SOLO-სთვის ექსკლუზიურად. 22 თებერვლის დილის 10:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 10 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს - ბილეთის ფასი 60 ლარიდან იწყება;  ხოლო ის, ვინც არ არის SOLO -  ბილეთს 80 ლარიდან შეიძენს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.SOLO.ge ; http://facebook.com/www.SOLO.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები