1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ფინკა ბანკმა დეპოზიტების კამპანია დაიწყო

2018 წლის თებერვლიდან ფინკა ბანკში დეპოზიტების კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში ბანკი მომხმარებელს 6 ტიპის ანაბარზე საინტერესო პირობებს სთავაზობს.  

„ჩვენი კამპანიის მიზანია მომხმარებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ თანხის დაზოგვა და დეპოზიტზე განთავსება სარგებლიანია. ბევრს მიაჩნია, რომ ვერ გამოიმუშავებს იმდენ ფულს, რომ შეძლოს შეგროვება, მთელი შემოსავალი კი მიმდინარე ხარჯებში მიდის, ან ჰგონიათ, რომ თანხის შეგროვება აუცილებლად დიდი თანხით უნდა დაიწყონ. თანხის დაზოგვა მინიმალური თანხით შეიძლება დაიწყოთ. შეარჩიეთ პარტნიორი ბანკი, სადაც თანხას განათავსებთ, ხოლო, გარდა იმისა, რომ დანაზოგის ბანკში განთავსება უსაფრთხოა, ანაბარზე განთავსებულ თანხას საპროცენტო სარგებელი ერიცხება და აუცილებლად უნდა ისარგებლოთ ამ ე.წ. „უხილავი შემოსავალითაც“  - ამბობს ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ესებუა.

ფინკა ბანკი მომხმარებელს ყველა სახის დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო სარგებელს და მოქნილ პირობებს სთავაზობს. განსაკუთრებული შეთავაზება საბავშვო ანაბარზეც ვრცელდება. საბავშვო ანაბარზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ თანხაზე 11,5%-ია (დოლარში 5.5%, ხოლო ევროში 3.5%), ანაბრის გახსნა 10 ლარითაც არის შესაძლებელი და ყოველთვიურად თანხის შეტანა სავალდებულო არ არის.  

ფინკა ბანკში ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ინტერნეტ ბანკის, ისე სერვის ცენტრში მისვლით. 

ფინკა ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის FINCA Impact Finance წარმომადგენელია საქართველოში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ქვეყანაში, ჰყავს საერთაშორისო აქციონერები და პარტნიორები, რაც უზრუნველყოფს მის წარმატებულ და სტაბილურ საქმიანობას.  ფინკა ბანკი წელს საქართველოში მუშაობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და მომხმარებლებს საიუბილეო წელთან დაკავშირებით მრავალს სიახლეს შესთავაზებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები