თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუ...
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
|
2018 წელს „ნიკორას“ ბაზარზე არსებობის 20 წელი უსრულდება. დღეს „ნიკორა“ ძლიერი, წარმატებული ქართული კომპანიაა. მის წარმატებას კი განსაზღვრას კომპანიაში დასაქმებული ადამიანები. ისინი მონაწილენი არიან ყველა იმ დიდი გამოწვევისა, რაც 20 წლის განმავლობაში კომპანიის წინაშე იდგა. „ნიკორა“ აცნობიერებს რა ამ წვლილსა და დამსახურებას, თითოეულ თანამშრომელს საჩუქრად აქციებს გადასცემს. შედეგად 2018 წელს „ნიკორაში“დასაქმებული 4 000-ზე მეტი ადამიანი კომპანიის აქციონერი გახდება.
„ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ დღეს „ნიკორა“ კვების ინდუსტრიაში უპირობო ლიდერია. ეს დიდი შრომის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც 20 წლის განმავლობაში კომპანიის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აქ დასაქმებული ადამიანები. ამიტომ საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებით, თითოეულ თანამშრომელს სუპერმარკეტების ქსელის, „სს ნიკორა ტრეიდის“ აქციები საჩუქრად გადაეცა“, - განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
„ნიკორა“, ასევე, მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესთავაზოს კომპანიის აქციონერობა.
„ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ოჯახშია წარმოდგენილი. 2017 წელს „ნიკორა სუპერმარკეტის“ მომსახურებით 43 მილიონამდე მომხმარებელმა ისარგებლა. გვსურს, რომ ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად გახდნენ კომპანიის ნაწილი. ამიტომ აქციით დაინტერესებული პირების საჯარო შეთავაზებისთვის, კანონით დადგენილი წესით, მომზადდა ემისიის პროსპექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცდა 2017 წლის 17 ოქტომბრის #114 განკარგულებით,“ – განმარტა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
აქციების შეძენით დაინტერსებულმა პირმა უნდა მიმართოს კომპანიის ადმინისტრაციას. შეთავაზების ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 1-ელ აპრილამდე. შეთავაზების პირობები, სრულყოფილი ინფორმაცია ემიტენტის (სს „ნიკორა ტრეიდი) შესახებ გაწერილია ემისიის პროსპექტში, რომელიც სს „ნიკორას“ ვებგვერდზეა (www.nikora.ge) ხელმისაწვდომი.
„ნიკორა“ წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. კომპანიას მსგავსი გამოცდილება ჰქონდა წარსულშიც. ჯერ კიდევ 2016/17 წლებში, როგორც „ნიკორა ტრეიდმა“, ისე „ნიკორამ“ წარმატებით განახორციელეს შესაბამისად 5 და 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კუპონური ობლიგაციების გამოშვება, რაც ერთმნიშვნელოვნად „ნიკორასადმი“ დიდი ნდობის დასტურია.„ჩვეულებრივი აქციების გამოშვება საშუალებას მოგვცემს, ფინანსურად უფრო მეტად მოქნილები ვიყოთ. მოზიდულ რესურსს ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმართ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
ცნობისთვის: "ნიკორა“ 1998 წელს დაფუძნდა და მე-20 წელია, კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად, ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ფრეშ სალათების საწარმოებია გაერთიანებული. ჰოლდინგი საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელითაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, "ნიკორას" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. „ნიკორა“ ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001:2008; ISO22000:2005 - HACCP სერტიფიკატებს.
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წ...
თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ...
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზ...
ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის,...
“თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონა...
მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წ...
26 აპრილს, წლის ყველაზე მასშტაბურ ეჯაილ ღონისძიებას „International Agile Summit Vol. 3“ თბილისი უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor -ია, რომელიც უკვე მ...
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 16 აპრილს, თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით შესაძლებლობა აქვთ, დაიბრუნონ გადახდილი თანხის 35% სითი მოლის შერჩეულ ობიექტებში. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ სითი მოლში ...
თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით ტარდება. რეგისტრაცია 20 მაისამდე ვებგვერდზე შეგიძლიათ. ჯილდოს მიზანია როგ...
· ხელშეკრულებას ხელი „თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალურ ოფისში მოეწერა Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის...
„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“(IWAG) ორგანიზებითა და „თეგეტა ჰოლდინგის“მხარდაჭერით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა„საგაზაფხულო ბაზრობა 2024“&n...
თიბისი კაპიტალმა, ელექტროენერგიის ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან ერთად, ელექტროენერგიის მოხმარების, გენერაციისა და ფასის ტენდენციები, ბაზრის სამომავლო განვითარება, ექსპორტის პოტენციალი და დარგში ინვესტ...
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი თხილი იწარმოება. ხილის ბაღთან, ციტრუსო...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 13, 18 და 27 აპრილს გიწვევთ შეხვედრების სერიაზე. გაზაფხული, იდეალური პერიოდი და ახალი შესაძლებლობაა ცვლილებების დასაწყებად, სწორედ ამიტომ კონცეპტ შეხვედრების პ...
თიბისის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის (GSF) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია წლის მთავარ შეჯიბრებას, საქართველოს ჩემპიონატს სამთო-სათხილამურო დისციპლინაში გუდაუ...
„ვოლვო ქარ კავკასია“, რომელიც ამიერ კავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით პრემიუმ კლასის შვედური ავტომობილების ექსკლუზიური დილერია...
თიბისი „კანის ლომები 2024-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო შემოქმედებით ინდუსტრიაში. &nb...
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა. ღონისძიების მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოსთან 16-წლიანი პარტნიორობის შედეგების გაცნობა იყო. პირველი კ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, სადაც გაზაფხულის სემესტრზე, მთელი საქართველოდან, 636 უფროსკლასელმა დაიწყო სწავლა. აქ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მთელი საქართველოდან დაეუფლ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები