2 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ტერაბანკის მელიქიშვილის ფილიალი განახლდა

ფინანსური სახლის  კონცეფციის მიხედვით განახლდა ტერაბანკის კიდევ ერთი ფილიალი. საზეიმო ლენტი ბანკის კომერციულმა დირექტორმა და ფილიალის მმართველმა ამჯერად მელიქიშვილის გამზირზე, 8/2 ნომერში გაჭრეს. 

დღეიდან უკვე შეგიძლიათ ესტუმროთ მელიქიშვილის განახლებულ ფილიალს და  სრულიად განსხვავებული საბანკო მომსახურება მიიღოთ. სახლის მსგავსი მყუდრო გარემო, თბილი ფერები ინტერიერში და რაც მთავარია, მომხმარებელთან უშუალო დამოკიდებულება თანამშრომლების მხრიდან ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც მელიქიშვილის ფინანსური სახლის აღწერა შეგვიძლია. 

ფილიალი მომხმარებელს სტანდარტულ სამუშაო საათებში, ორშაბათიდან პარასკევამდე 10:00-18:00, შაბათს კი, 10:00-14:00 მოემსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები