1 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“ვისოლმა” პირველად საქართველოში ელექტრომობილების ავტორბოლა გამართა

ჩამოტვირთვა

ვისოლმა“ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან ერთად პირველად საქართველოში „ეკო დრაგი“ – ელექტრომობილების ავტორბოლა გამართა.

„ეკო დრაგზე“ ერთმანეთს საქართველოში ყველაზე გავრცელებული, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის – Nissan Leaf-ის  მძღოლები შეეჯიბრნენ,  „ი-სპეის“-ის ადგილიდან სიჩქარის აკრეფაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფმა ოთხ-კარიანმა სედანმა – „ტესლამ“ კი ბენზინზე მომუშავე სპორტული ბოლიდი გამოიწვია შეჯიბრში და აჯობა კიდეც.

„ვისოლმა“ „ეკო დრაგი“ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოვიჟენის“ საზოგადოებრივი მხარდაჭერით გამართა. ავტორბოლას ცნობილი რეკორდსმენი მრბოლელი მევლუდ მელაძე უძღვებოდა.

ავტორბოლის გამარჯვებულს სასტუმრო კომპლექს „რიქსოს ბორჯომში“ ხუთვარსკვლავიანი დასვენება ელის. ასევე პირველი ადგილის მფლობელს აი სი ჯგუფმა ერთ წლიან ავტო დაზღვევის პაკეტა გადასცა საჩუქრად. „ეკო დრაგსის“ გამარჯვებული „ი-სპეის“-მა დამტენი კაბელით დაასაჩუქრა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები