1 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

“ცოლი კიოდა, ჩქარა სასწრაფო გამოიძახეთო” - სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

9 მაისს, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში ტრაგედია დატრიალდა. მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, რის შემდეგაც სახლში შევიდა და თვითონაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გურამ კუკულავასა და მოკლულ თემურ ფოფხაძეს შორის შელაპარაკება და ჩხუბი არასოდეს ყოფილა.

მოკლული და მკვლელი თანაკლასელები და ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მათ სახლებს ერთი ღობე ჰყოფს. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მან ორი გასროლა გაიგონა, რასაც ქალის განწირული კივილი მოყვა. მოკლული თემურ ფოფხაძის მეუღლე სასწრაფო დახმარების გამოძახებას ითხოვდა. კივილზე მთელი სოფელი შეიკრიბა.

"შეძრული ვარ მომხდარით. გურამი და თემური ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ერთი ღობე ყოფს მათ სახლებს. თანაკლასელები და ერთად გაზრდილები არიან. 68 წლისანი, მიჭირს იმის დაჯერება რომ გურამ კუკულავამ თემურ ფოფხაძე მოკლა. ვფიქრობ, სანადირო თოფი გაუვარდა და ტყვია მოხვდა თემურს, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა. ეტყობა დაინახა ველოსიპედიდან თემური როგორ გადმოვარდა, იფიქრა, რომ მოკლა და ისე, რომ არც უცდია მასთან ახლოს მისვლა, რომ ენახა მართლა გარდაცვლილი იყო თუ არა, შევარდა თავის ეზოში და სახლის უკან, თავი მოიკლა.

უშუალოდ გასროლას თვითმხილველი არ ჰყავს, მაგრამ მოკლული თემური პირველად ცოლმა ნახა, ეტყობა სროლის ხმაზე ის ჭიშკარში გავიდა და ძირს დაგდებული ქმარი დაინახა. თემურის მეუღლის კივილზე გამოვცვივდით მეზობლები სახლებიდან. კიოდა ჩქარა სასწრაფო გამოიძახეთო. მეგონა, დოდო იყო ცუდად და დახმარებას ითხოვდა. თავიდან თემური არც დამინახავს, მერე ახლოს რომ მივედი ეს საშინელი ამბავი ვნახე. ტრაგედია კუკულავას სახლის წინ მოხდა. თემურის მეუღლე ამბობს, თემური ველოსიპედით გოჭის საყიდლად მიდიოდა და უცებ მოხდა ეს ამბავიო. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. ტყუილია რაც ტელევიზიებმა გაავრცელეს.

არ იყო კონფლიქტური. უბრალოდ ნადირობა უყვარდა და ამიტომ ჰქონდა სანადირო იარაღი.

ხანადახან ქორს ან ვირთხას ესროდა ხოლმე. სავარაუდოდ, ახლაც ამიტომ იდგა სახლთან ეზოში თოფით. ბოლო დროს სანადიროდ ვერ დადიოდა, ძირითადად სახლში იყო, დიაბეტი ჰქონდა. წამებში გავარდა მეორე ტყვია და სახლის უკან იპოვეს გარდაცვლილი, ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი... თემურისაც გულმკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული", - განუცხადა "კვირის პალიტრას" გარდაცვლილთა მეზობელმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:45

    ,,ფულიც წაიღეს და სუნამოებიც.. ტორტებში ფული არ და...

    ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან.    გუშინ ღამე 10 ს...

  • 14:33

    ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს...

    ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში -  ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის ს...

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...

  • 19:48

    ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ სასამართლომ 10 00...

    ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გ...