1 7 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

საბაჟოზე 4 ფუთა „თორიუმი" ამოიღეს - დაკავებულია სომხეთის მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში საქართველო-სომხეთის საზღვრის „სადახლო“-ს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რადიაციის აღმომჩენი პორტალის მიერ დაფიქსირებული განგაშის საფუძველზე რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის" გადატანის მცდელობას.

ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს "თორიუმ 232", რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიების პროცესში დაკავებული იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი, სომხეთის მოქალაქე მილიტოს მ, რომელსაც ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა,"- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:45

    ,,ფულიც წაიღეს და სუნამოებიც.. ტორტებში ფული არ და...

    ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან.    გუშინ ღამე 10 ს...

  • 14:33

    ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს...

    ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში -  ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის ს...

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...

  • 19:48

    ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ სასამართლომ 10 00...

    ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გ...