დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს და ბრალდებულის სახით ერთი პირი სამართალდამცველებმა მალევე აიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარები