0 1 : 0 6
 | 

კრიმინალი

ლაგოდეხში, 16 წლის გოგოს, სავარაუდო მოძალადის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს

ლაგოდეხის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო გამოძიება 16 წლის გოგოს მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე.

გოგო ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგო ორსულად იყო და იმავე დღეს ბავშვი გააჩინა.

სკოლის დირექტორის თქმით, გოგოს ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა არც მან, არც მასწავლებლებმა.

გოგო ამბობს, რომ გასული წლის სექტემბერში, მის მეზობლად მცხოვრებმა და ოჯახის ნათესავმა, 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურა.

„მისი შვილი ჩემი მეგობარი და თანაკლასელია. მასთან ვიყავი ღამით, დედა სახლში არაა და ჩემთან დარჩიო, მთხოვა. ჩვენ ახლო მეზობლებიც ვართ. ჩემმა მეგობარმა და მისმა პატარა ძმამ ერთ ოთახში დაიძინეს, მე კი მეორე ოთახში. ღამით მამამისი მოვიდა, პირზე ხელი დამაფარა, დამიჭირა და გამაუპატიურა. მერე დამემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა, თორემ ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს და პატარა ძმას მომიკლავდა. შემეშინდა და არავის ვუთხარი. ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი. არც მუცელი მეტყობოდა. როცა მკითხეს, ვისგან ვიყავი ორსულად, მშობლებსაც ვუთხარი და პოლიციასაც, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ“, - ამბობს გოგო.

არასრულწლოვანი დაზარალებულად ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სaმინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ბავშვის მამის დასადგენად და მას შემდეგ, რაც ბავშვის მამის ვინაობა დადგინდება, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება.

მშობიარობის შემდეგ გოგო ნათესავებმა სავარაუდო მოძალადეს გაარიდეს და მშობლების სახლიდან თავისთან წაიყვანეს, ჩვილი კი საავადმყოფოში დატოვეს.

გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცი ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ნათესავ ბავშვთან არავითარი სექსუალური კავშირი არ ჰქონია და არ იცის, გოგო გაუპატიურებას მას რატომ აბრალებს.

გოგოს და მისი ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის გახმაურების შემდეგ, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს.

გოგოს ოჯახი და ახლობლები სამართალდამცავებისგან სავარაუდო მოძალადის დასჯას ითხოვენ და შიშობენ, რომ ის შესაძლოა მიიმალოს. გოგოს და მის მშობლებს, დღეს, საღამოს უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ლია ხუროშვილი, რომელიც მსხვერპლის ინტერესებს დაიცავს. 

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

reginfo.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:01

    „კოკა-კოლას“ ოფისში, სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარე...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით...

  • 15:37

    ტურისტებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით, პოლიცი...

    ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ბათუმში პოლიციამ 4 პირი დააკავა.დაკავებულია  1981 წელს დაბადებული გ.გ., 1977 წელს დაბადებული მ.ზ., 1982 წელს დაბადებული ფ.ბ. და 1978 წელს დაბადებული გ.ძ.დან...

  • 10:58

    თბილისში “ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს...

    თბილისში “ზუმერის“ მაღაზია დღეს დილის საათებში გაქურდეს.წაღებულია ტექნიკა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი ინფორმაცია ზარალის შესახებ.წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეები სავარაუდოდ  არასრულწლოვნე...

  • 10:50

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პ...

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზა...

  • 10:39

    პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამა...

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.ცნობისთვი...

  • 13:59

    ქუთაისში 21 წლის გოგონას გაუპატიურება სცადეს - მა...

    ქუთაისში 21 წლის ქალს გაუპატიურების მიზნით, თავს ერთი მამაკაცი დაესხა.შემთხვევა ხარებავას ქუჩაზე მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ბინაში გაზის კომპანიის თანამშრომლის სახელით შევიდა, რა დროსაც ახ...

  • 14:35

    რუსთაველზე 21 წლის ბიჭი დაჭრეს...

    რუსთაველზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტთან და...